იგუაინი: "როცა სუსო თავს წევს, აკეთებს უმაღლესი დონის პასს, შენ მხოლოდ..."

image

"კიევოსთან" ანგარიშით 3:1 მოგებული მატჩის გმირმა, დუბლის ავტორმა გონსალო იგუაინმა "მილანზე" და მატჩის მეორე გმირ სუსოზე ისაუბრა, რომელმაც დღეს სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა.

"თავს უკვე "როსონერის" ნაწილად ვგრძნობ, რადგან მე გავხდი იმ ფანტასტიკური ჯგუფის წევრი, რომელიც აქ მუშაობს. ამის შეგრძნება და ამით ცხოვრება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა", - ციტირებს "Sky Sport Italia" არგენტინელის სიტყვებს.

"ჩვენ გვქონდა ცოტა ცუდი დასაწყისი, მაგრამ ახლა სწორ გზაზე ვართ და არ უნდა შევწყვიტოთ ეს ტემპი. "მილანმა" აქ მოსვლამდე მომცა ნდობა და მხარდაჭერა, ჩემი გოლები კი ამ ყველაფრის პასუხია".

"სუსო? როცა სხვა გუნდებში ვთამაშოდი, ყოველთვის ვუყურებდი მის თამაშს. როცა სუსო თავს წევს, აკეთებს უმაღლესი დონის პასს, შენ მხოლოდ გოლის გატანა გევალება. მისი მეორე ასისტი დღევნადელ მატჩში უბრალოდ შედევრი იყო"
, - აღნიშნა გონსალომ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 2

Fenomeno10 8 ოქტომბერი 2018 11:42
ჰალილოვიჩი მაინც შემოეყვანა ჩალხანას ბევრად აჯობებდა
william265 7 ოქტომბერი 2018 23:42

დაცვაში კიდევ ერთი კარგი კონტური გამოიკვეთა...
თუ ზაპატას ზედიზედ ორ მატჩს ათამაშებ მეორე მატჩში თხასავით აღარ დგება.
ეს იმ უპირატესობას გვაძლევს რომ შეგვიძლია მეორე ათეულის გუნდთან კალდარა-რომანიოლი მთლიანად დავასვენოთ და ზაპატა-მუსაკიო ვათამაშოთ რადგან უკვე მეორედ გამოჩნდა რომ ამ დუეტის ნდობა შეიძლება. შარშან ნაპოლისთანაც კარგად იყომარეს....

მნიშვნელოვანი მატჩის წინა თამაშში ცენტრალური მცველების დასვენება ენერგიულობის და კონცენტრირებულობის დაგროვების მხრივ დიდ უპირატესობას მოგვცემს ;)

რომანიოლიმ რატომ არ ითამაშა დღეს არ ვიცი, შესაძლოა დასვენება სჭირდებოდა ან მიკროტრამვა მიიღო ნამდვილად არ ვიცი მთავარია მაგას და კალდარას არაფერი დაემართოთ და შესათამაშებლად მთელი სეზონი აქვთ წინ....

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, ბონავენტურა

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image