"მილანი" პალასიოსისათვის ბრძოლაში ჩაერთო

image

"მილანი" "რივერ პლეიტის" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ეზეკიელ პალასიოსისათვის ბრძოლაში ჩაერთო, რომლის შეძენითაც "ინტერი" და "ატლეტიკო" ინტერესდებიან. არგენტინულმა კლუბმა ზაფხულში "ტორინოს" მიერ შეთავაზებული 4 მილიონი ევრო უარყო, რადგან მისი გაყიდვა უფრო სარფიანად სურს.

პალასიოსმა გასულ სეზონში მხოლო 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავის აქტივში სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ეზეკიელმა გასულ კვირას "სუპერ კლასიკოზე" "ბოკას" წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, სადაც "ბომბონერამ" მეტოქე 2-0 დაამარცხა და საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა.

პალასიოსი 19 წლისაა და სიმაღლეში მხოლოდ 170 სანტიმეტრია. მასზე უკვე ალაპარაკდნენ ლუკას ბილია და ესტებან კამბიასო, რომლებიც ახალგაზრდა ნახევარმცველს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 3

ლაშა
ლაშა 7 ოქტომბერი 2018 12:20
ბილია თუ ალაპარაკდა :D
Milan ultras 3 ოქტომბერი 2018 23:17
Ra dros palasiosia allegri
luka9 3 ოქტომბერი 2018 18:22
დამაინტერესა და ვუყურე ამის ვიდეოებს და აუცილებლად უნდა დაითრიონ ეს ბიჭი.

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, ბონავენტურა

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image