logo

პიოლი: "გამარჯვებებმა ჩემი ფეხბურთელები მენტალურად გააძლიერა"

პიოლი: "გამარჯვებებმა ჩემი ფეხბურთელები მენტალურად გააძლიერა"

იტალიის თასის ეგიდით გასამართ შეხვედრაში "მილანი" "ტორინოს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია ჩაატარა.

"ჩემი ფეხბურთელები მენტალურად ძლიერები არიან, რადგან ზოგადად გამარჯვებები თავდაჯერებულობას გმატებს. ფიზიკურადაც თავს კარგად გრძნობენ და რთული ეტაპი უკვე დავძლიეთ."

"ტორინო" "ატალანტასთან" 7-0 განადგურდა, მაგრამ კარგი გუნდია. მათ შურისძიების გრძნობა ამოძრავებთ და ხასიათის გამოსწორებას ჩვენთან შეხვედრაში ეცდებიან. ჩვენც გამარჯვება გვინდა, რადგან პოზიტიური პერიოდის გაფუჭება არ გვსურს."

"დონარუმა ჩვენი შედეგების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ჯიჯიო ძალიან ხშირად გვეხმარება და დროა საიმედო თამაშით ჩვენც გავუწოდოთ დახმარების ხელი."

"შობის არდადაგების შემდეგ რებიჩი გარდაიქმნა და მოედანზე თავისი თავი იპოვნა. "მილანის" ყველა ფეხბურთელს მოვუწოდებ, რომ აიღონ მისგან მაგალითი და თავიანთი შესაძლებლობები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ."

"ბრაიანტის გარდაცვალებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ის არა მხოლოდ ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, არამედ სანიმუშო ადამიანიც იყო. კალათბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ და კობის ძალიან ვაფასებდი." - განაცხადა პიოლიმ.

7 თვის წინ
1495 / 1
rossoneri-best
user
ლევან კვინიკაძე "ტორინო" "ატალანტასთან" 7-0 განადგურდაო.. ჩვენ ხო ნაკლები გვიქნა რა smile
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 38
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ