VIDEO | მბაპე: "თუ ეს ნაბიჯი გადავდგი, მხოლოდ "მილანი"

ავტორი
Aa

"პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ოდესმე თუ იტალიაში სათამაშოდ გადავა, "მილანის" მაისურს მოირგებს. როგორც მან თქვა, ბავშვობაში "როსონერის" გულშემატკივარი იყო.

"იტალიაში თუ გადავალ, მხოლოდ "მილანში" თამაში მინდა. "როსონერისთან" ჩემი კავშირი განსაკუთრებულია. როცა პატარა ვიყავი, იტალიელი ძიძა მყავდა და მის ოჯახთან დიდ დროს ვატარებდი, ყველა "მილანის" გულშემატკივარი იყო. ასე რომ, მათი წყალობით მეც "შავ-წითლებს" ვგულშემატკივრობდი და ამ გუნდის ბევრ მატჩს ვუყურებდი", - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ კარიერა "მონაკოში" დაიწყო, 2017 წლიდან კი "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას იცავს.


Facebook კომენტარები