logo

პიოლი: "პაკეტას არ ვენდობი"

პიოლი: "პაკეტას არ ვენდობი"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "ბრეშასთან" მძიმე გამარჯვების შემდეგ "Sky Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

"დღეს ვერ ვიხილეთ "მილანის" კარგი თამაში, მაგრამ გამარჯვებულები ვართ. ტექნიკურად და ტაქტიკურად უფრო გამართულად თამაში გვმართებს, მაგრამ ფაქტია მენტალურად შევიცვალეთ."

"ბრეშამ" ძალიან ბევრი სირთულეები შეგვიქმნა, თუმცა ამაზე ფიქრის დრო არაა. წინ იტალიის თასის შეხვედრა გველოდება, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია."

"ბერგამოში განადგურების შემდეგ ჩვენს გუნდს იბრაჰიმოვიჩი შემოუერთდა. მან ყველაფერთან მიმართებაში დამოკიდებულება შეცვალა, რაც თითოეული ფეხბურთელის თამაშის ხარისხზე აისახა."

"პაკეტასათვის ბოლო რამდენიმე დღე განსაკუთრებით მძიმე გამოდგა. ვცდილობ ვარჯიშებზე მასში პოზიტივი დავინახო, მაგრამ არ გამომდის. გუშინ თავად მითხრა, რომ სათამაშოდ მზად არ იყო, ამიტომ მას არ ვენდობი. ბევრ საუბარს ბევრი ვარჯიში ჯობია." - განაცხადა პიოლიმ.

8 თვის წინ
2229 / 2
rossoneri-best
user
Guri Dorokashvili გასაშვებიაა არ არის მაგის ადგილი დღევანდელ მილანში როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს, იმედია მართალია პსგს შეთავაზება და გაცვლიან დრაქსლერში ან პარედესში
user
Kapana იმენა პაკეტას ებრძვის ტიპი, გატუზოს დროს რატომ არ იყო მასე ? ტიპს ტყუილად აფუჭებენ, გაყიდონ მაინც, ცოდოა ამის ხელში
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ