"ევერტონი" და "ატლეტიკო" კესიეს ყიდვას შეეცდებიან

იტალიური სპორტული გამოცემა "კალჩომერკატო" გვამცნობს, რომ "ევერტონი" და "ატლეტიკო" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან "მილანელი" ფრანკ კესიეს შესაძენად. მათ ტრანსფერის განხორციელება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში სურთ.
როგორც მოგეხსენებათ, აფრიკელი ფეხბურთელი შავ-წითელ მაისურში გასულ ზაფხულს გამოეწყო, მას შემდეგ რაც "ატალანტადან" შეუერთდა გუნდს. კესიეს მალევე გახდა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი, ამიტომ "როსონერის" არ სურს მასთან განშორება.
შეგახსენებთ, რომ "ევერტონმა" ცოტა ხნის წინ დაიმატა "მილანის" ინტერესთა სფეროში მყოფი ბერნარდი, ახლა კი უშუალოდ შემადგენლობაში მყოფი ფეხბურთელის წაყვანას ცდილობს. ხოლო თუ ფეხბურთელი "ატლეტიკოში" გადავა ის შეუერთდება ექს-როსონერას, ნიკოლა კალინიჩს, რომლის ტრანსფერის გაოფიციალურებას მადრიდელები უახლოეს დღეებში გეგმავენ.
აფრიკელი ფეხბურთელის ამ ორ გუნდში შესაძლო ტრანსფერის შესახებ სხვა სპორტული გამოცემებიც იუწყებიან და სატრანსფერო ღირებულებად 40 მილიონი ევრო სახელდება.

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
კომენტარები 4