"მილანის" ახალგაზრდა ტალანტი, რომელიც მილიონები ღირს

image

აგვისტოს 20 რიცხვში იტალიის U17 ნაკრები გამართავს საწვრთნელ შეკრებას ცნობილ სპორტულ კომპლექს "კოვერჩანოში". მწვრთნელმა კარმინე ნუნჩიატამ 23 ფეხბურთელი მიიწვია ტოსკანაში, მათგან კი 3 "მილანის" აკადემიიდან.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს "მილანის" ახალწვეული - მეკარე ლილო გუარნიერი, რომელიც "შავ-წითლების" ახალგაზრდულ გუნდს ამა წლის ივნისში შეუერთდა.

8 მაისს გუარნიერის 16 წელი შეუსრულდა, ლიეჟის "სტანდარტის" ხელმძღვანელობა უკვე თვლიდა, რომ დადგა დრო მასთან პროფესიონალური კონტრაქტი გაეფორმებინათ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მათ საკმაოდ გაუჭირდათ ახლაგაზრდასთან განშორება, რომელმაც ბევრ ევროპულ გრანდს უთხრა უარი, რათა "როსონერიში" გაეგრძელებინა კარიერა. რაც შეეხებათ ლიეჟელებს, მათ მეკარე 2015 წელს აიყვანეს "ეუპენიდან" და საკმაოდ მცირე დროში მან უკვე ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება მოიპოვა.

აურზაური ლილოს გარშემო დაიწყო გასულ წელს, როცა მან ყატარში გამართულ პრესტიჟულ იუნიორთა ტურნირზე "სტანდარტის" U16-ში იასპარეზა და საუკეთესო მეკარის პრიზი მოიპოვა.

ბელგიაში ასეთ ახალგაზრდულ ასაკში თავის გამოჩენა არც ისე მარტივია, გუარნიერის უკვე ადარებენ ტიბო კურტუასა და ჟულიო სეზარს. ახლა ის ვერ ასცდება შედარებას ჯიჯიო დონარუმასთან, რომელმაც ძალიან ახალგაზრდულ ასაკში სერია ა-ში წარმატებულად დაიწყო ასპარეზობა.

ლილომ ითამაშა ბელგიის U15-ის შემადგენლობაში, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის დიდი ძალისხმევით, სწორედ თავის ისტორიულ სამშობლოში განაგრძობს ასპარეზობას, ამაზე ეგავლენა მისი ოჯახის იტალიურმა წარმომავლობამ იქონია. მიიღო რა მიწვევა იტალიის U16 ნაკრების მწვრთნელი დანიელე ძორატოსგან, 4 მატჩის გამართვა მოასწრო ნაკრების შემადგენლობაში და არცერთში არ დამარცხებულად, 3 მატჩში კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

გუარნიერის ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, სპეციალისტები ხედავენ მის სწრაფ პროგრესს და უდიდეს თავდაჯერებულობას თამაშისას, სკაუტები კი ლილო ჯორჯეს როსოლინო გუარნიერის უკვე მრავალ მილიონად აფასებენ. მეკარე სეზონს პრიმავერაში დაიწყებს დანარჩენი კი მის შრომისმოყვარეობაზე იქნება დამოკიდებული.


скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 4

giga qatamadze 5 აგვისტო 2018 12:51
didi araperia vuyure magis tamashs da 2 iseti ylaparo ravi plizaris arc shevadareb amas plizari magaria da donarumas manerebi aq zaan
GI2GI 5 აგვისტო 2018 01:52
პლიცარი ვარგა თუ ეღარ ქაჩავს?
william265 5 აგვისტო 2018 00:41
მაგნიმ დაგვტოვა როგორც ვიცი არადა დოლარიჩი მაგის გაზრდილი იყო...
დააბრუნონ მაგნი და მეკარეებით ბიზნესს დავიწყებთ :D
superkaka22 4 აგვისტო 2018 23:02
მოკლედ მეკარის პრობლემა არ უნდა გვქონდეს, დონარუმა პლიცაეი და ეაეს ბავშვი

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, ბონავენტურა

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image