გატუზო: "ჩვენ 90%-ით დაკომპლექტებულები ვართ"

image

"მილანის" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო "ბარსელონასთან" გასამართ ამხანაგურ მატჩამდე ჟურნალისტებს გაესაუბრა:

"კალდარას და იგუაინის მოსვლა? ისინი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. მატია ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა ბიჭია, გონსალოს შესახებ კი ყველას კარგად მოგვეხსენება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ გუნდის ნაწილი არიან და თავი ვაგრძნობინოთ სახლში. ამის შემდეგ კი დარწმუნებული ვარ, ისინი გამოგვიწვდიან ხელს რთული სეზონის წარმატებით დასრულებაში".

"იგუაინი? ის ვერ "მაიძულებს" ტაქტიკურ ცვლილებებს. ჩვენი ძირითადი სქემა ისევ 4-3-3 იქნება, თუმცა გამორიცხული არაა რაიმე სხვაც გამოვცადეთ. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელმძღვანელობა ძალებს არ დაზოგავდა გუნდის გასაძლიერებლად. მე ბოლო თვეებში ბევრს ვესაუბრებოდი გონსალოს და ასევე სხვა მოთამაშეებს. ჩვენთვის ეს ტრანსფერი სიამაყის საფუძველი უნდა იყოს".

"ყოველთვის ვგრძნობდი "მილანით" აღფრთოვანებას. როდესაც ესაუბრები ფეხბურთელებს, ვერავინ გეტყვის გადაჭრით, რომ მათ შენთან გადმოსვლის სურვილი არ აქვთ. ეს ხომ უდიდესი კლუბია უდიდესი წარსულით. ბოლო 4-5 წლის მანძილზე იყო ძალიან დიდი პრობლემები და რთული მდგომარეობა "როსონერის" გარშემო, თუმცა შემადგენლობას, რომელიც დღეს ჩემს განკარგულებაშია, შეუძლია თავის დაღწევა ამ სიტუაციიდან. ეს გუნდია, რომელსაც სურს მუშაობა და ყველაფრისთვის მზადაა".

"სატრანსფერო მოქმედებები 17 აგვისტოს სრულდება, ახლა გუნდი 90%-ით დაკომპლექტებულია. სეზონს საკმაოდ ვრცელი შემადგენლობით ვხვდებით, საჭიროა მისი შემცირება. ვნახოთ რა მოხდება უკანასკნელ დღეებში, თუმცა აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ნახევარდაცვის ხაზში გაძლიერება გვჭირდება".

"რა იქნება ამ სეზონში ჩვენი მიზანი? როცა "მილანის" მაისურს ატარებ, სეზონში ყოველთვის მხოლოდ უმაღლესი მიზნები არსებობს. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ წინა სეზონში არსებული სირთულეები, აშშ-ს ტურნეში ორი კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ შედეგით ნამდვილად არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ამას წინა წელსაც ვამბობდით, ყველაფერი უნდა ვიღონოთ წარმატების მისაღწევად
."
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 12

giga qatamadze 4 აგვისტო 2018 22:52
ციტატა: bonera
vinme metyvit deulofeu ratom cavida an ratom aravis unda , dzaan magari bichia magan atria milani roca ak iyo

uari tqva milanma ixveweboda biji wamiyvaneto da daado milanma arada magari raketa iyo
Jackb
Jackb 4 აგვისტო 2018 22:39
დღეს მილანისთვის ყველაზე კარგი და ხელმისაწვდომი ვარიანტიკოვაჩიჩის და ბერნარდის მოყვანა იქნება რომელიც შესაძლებელია + ამას ინტერი მოდრიჩით ვეღარ გაძლიერდება და ამით მოგებული დავრჩებით კოვაჩიჩი 30 მილიონი არენდით და გამოსყიდვის უფლება + 30 ანუ მთლიანად 60 დაჯდება რაც დღევანდელი ფასებით იდეალური ფასია. რაც შეეხება ბერნარდს უფასოდ მაგაზე მაგარს ვერავის ვერ მოიყვანენ და დიდი ბიუჯეტი მილანს არ აქვს. ზამთარში ლეონარდო პასკუეტაზე გაიწევს 20 წლის ფლამენგოს ნახევარმცველზე და შემდეგ სეზონში შეურთდება გუნდს, შემადგენლობა ასეთი იქნება

____________________ დონარუმა ____________________
_ კონტი ____ კალდარა ___ რომანიოლი ____ როდრი _
_ კესი _____________ კოვაჩიჩი _____________ ჩალხან _
_ სუსო _____________ იგუაინი _______________ ბერნარდი _


სკამი: რეინა,ადონარუმა,მუსაჩიო,ზაპატა,აბატე,კალაბრია,სტრნიჩი,ბილია,ლოკატელი,ბონავენტურ
ა,ბორინი,ჰალილოვიჩი,კუტრონე


გაყიდული ფეხბურთელები: ბაკა10მ,კალინიჩი20მ,ბერტოლაჩი 5მ,მაური3მანდრესილვა-პლიცარი არენდით, მონტოლივო-ანტონელი-უფასოდ
40 მილიონამდე შეგროვდება და კოვაჩიჩი და ბერნარდია მოსაყვანი !
bonera
bonera 4 აგვისტო 2018 20:00
vinme metyvit deulofeu ratom cavida an ratom aravis unda , dzaan magari bichia magan atria milani roca ak iyo
giga qatamadze 4 აგვისტო 2018 18:34
daixura panjara ukve rasucdieb kimara gayaron es nayar nuyari xalxi bertolachi lukateli borini montolivi abate antoneli bigliac prosta aravinaa sxva tuara es kalinichi kide rcheba gonia
superkaka22 4 აგვისტო 2018 17:51
ნახევარმცველი გვინდა უეჭველი და გატუზოც გასაშვებია, მცოდნე, ტაქტიკურად ძლიერი ტრენერი გვინდა
luka9 4 აგვისტო 2018 17:07
ბიჭeბო მემგონი ლიონკოვიჩ სავიჩის დამატება სულ ურო და უფრო რეალური ხდება ადჭარასპორტზე ესერა ეს სტატია

“მილანის“ ხელმძღვანელობა მზადაა, რომ “ლაციოს“ ნახევარმცველისთვის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩისთვის ბრძოლაში ჩაერთოს.“როსონერის“ გონსალო იგუაინისა და მატია კალდარას შეძენის შემდეგ ნახევარდაცვის გაძლიერება სურს. “ლაციოს“ პრეზიდენტს კლაუდიო ლოტიტოს 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მილიონ ევრომდე მიღება სურს. Sportmediaset-ის ინფორმაციით, “მილანი“ “ლაციოს“ ამ თანხის რამდენიმე წლის განმავლობაში გადახდის ვარიანტს შესთავაზებს. გარდა ამისა, ტრანსფერში, შესაძლოა, ფაბიო ბორინიც ჩაერთოს.
აქამდე მილინკოვიჩ-სავიჩის “იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლის შესახებ წერდნენ, თუმცა ეს იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი ტურინელები მირალემ პიანიჩს გაყიდიან.
curvasud
curvasud 4 აგვისტო 2018 16:58
Gmertooo exaaa aii bertolaaachiiiii ardatovoon toreee gavapreeeen imeenaaaa saziiizgaaariiiiiiiiii gaaagdoooon gayidooooon
MILANELI777 4 აგვისტო 2018 16:26
ციტატა: leonardo
centri centri gvinda seriozuli da egaris raaa

Asiani xar...modrichi ras dagvxatavda vaime....
ციტატა: william265
Milaneli777

შარზე ვარ galliani galliani galliani forza

Mixvdi xogalliani
leonardo 4 აგვისტო 2018 16:13
centri centri gvinda seriozuli da egaris raaa
william265 4 აგვისტო 2018 16:08
Milaneli777

შარზე ვარ galliani galliani galliani forza
MILANELI777 4 აგვისტო 2018 16:01
ციტატა: william265
კაია ნახევარდაცვის პრობლემაზე ნამიოკი რომ ჩააგდო....
დანარჩენი ლეონარდოზეა...

Dgesac dagaklda xo statiebi?)))

Saghol avtor...

Rac sheexeba gatuzos..shansi unda mieces da aravitari konte da rame...or weliwadshi dashala gundi...gind eg gind mourinho piqroben mxolod titulze da mere gu ds ra mouva axatiat...amis mere axali gundis asheneba iqneba katastrofa
william265 4 აგვისტო 2018 15:56
კაია ნახევარდაცვის პრობლემაზე ნამიოკი რომ ჩააგდო....
დანარჩენი ლეონარდოზეა...

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კონტი, სტრინიჩი, კალდარა

გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image