logo

ზლატანმა "მილანი" ხასიათზე მოიყვანა და რეკორდიც მოხსნა

ზლატანმა "მილანი" ხასიათზე მოიყვანა და რეკორდიც მოხსნა

38 წლის შვედს სულ რაღაც 222 მატჩი ეყო იმისთვის, რომ სერია ა-ში 150 გამარჯვება მოეპოვებინა, რითიც მან ინტერის ყოფილ ვარსკვლავ ესტებან კამბიასოს აჯობა.

ზლატანმა 150-ე გამარჯვება "უდინეზესთან მატჩში მოიპოვა, რომელიც მილანმა 3:2 მოიგო.

იბრას დაბრუნების შემდეგ, მილანმა 3 მატჩი ჩაატარა და არც ერთი არ წაუგია.

ანტე რებიჩის დუბლმა და ტეო ერნანდესის გოლმა მილანს უდინეზე დაამარცხებინა და, მიუხედავად იმისა, რომ იბრას გოლი არ გაუტანია, შვედისთვის ეს მატჩი განსაკუთრებული გამოდგა.

აქამდე 150 გამარჯვებისთვის ყველაზე ცოტა, 230 მატჩი ესტებან კამბიასოს ეყო. ზლატანმა კი ეს რეკორდი რვა მატჩით გააუმჯობესა.

იბრას სერია ა-ში 7 სეზონი აქვს ჩატარებული, საიდანაც სკუდეტოს მოგება მან 6-ჯერ მოახერხა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

9 თვის წინ
1631 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 135
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ