ხმაურიანი შეთანხმების ფინანსური დეტალები ცნობილია

image

მოგეხსენებათ, ბოლო კვირის მანძილზე "მილანსა" და "იუვენტუსს" შორის მიმდინარე ცხელი მოლაპარაკებები დიდი სატრანსფერო შეთანხმებით დასრულდა - "როსონერიმ" ბონუჩი დათმო, "ბიანკონერიმ" კი მატეო კალდარა და გონსალო იგუაინი.

ცნობილი გახდა ამ მნიშვნელოვანი სატრანსფერო შეთანხმების დეტალებიც: აპენინურმა გრანდებმა 31 წლის და 24 წლის იტალიელი ცენტრალური მცველები ერთმანეთში გაცვალეს. კალდარა ბონუჩიზე დაახლოებით 10 მილიონით ნაკლები ღირს, ამიტომ "მილანს" შესაძლებლობა მიეცა სხმა მხრივ ესარგებლა.

ეს სარგებელი კი გონსალო იგუაინის სატრანსფერო შეთანხმებაზე აისახა. "როსონერიმ" ფინანსური ბალანსის შენარჩუნების მიზნით "იუვე" 1 წლიან იჯარასა და გამოსყიდვის უფლებაზე დაითანხმა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ ზაფხულში "ბებერი ქალბატონი" "მილანისგან" 18 მილიონ ევროს მიიღებს, 1 წლის თავზე კი 36 მილიონად გამოისყიდის. იგუაინის წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევროთი განისაზღვრა და შემდგომში 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. კალდარა 5 წლიან ხელშეკრულებას და 2.5 მილიონ ევროს მიიღებს წლიურად.

შესაბამისად, თუ ბონუჩი-კალდარას გაცვლით გამოწვეულ "ფასდაკლებას" მხედველობაში არ მივიღებთ, ლომბარდიულ გრანდს "პაპიტა" 54 მილიონი ევრო უჯდება, რაც კლუბის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს ნიშნავს.

შეგახსენებთ, 2016 წლის ზაფხულში გონსალოს კონტრაქტი ბიანკონერიმ "ნაპოლისგან" 105 მილიონად გამოისყიდა და მას შემდეგ "იუვეში" 105 მატჩში 55 გოლი გაიტანა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 9

Zeon 3 აგვისტო 2018 19:38
რეალურად კი ორივე გუნდმა მოიგო ამ ტრანსფერებით რაც აწყობდათ ზუსტად ის გააკეთეს . არც ერთ გუნდს ამ გარიგებით არ წაუგია საბოლოო ჯამში . იუვემ გუნდი დააბალანსა ტოპ მცველით ჩვენ კი ტოპ ფორვადით და პერსპეკტიული მცველით ,და იუვე კი კალდარას ისე ასე რომ არ გაუშვებდა ისიც გაქტია შეინარჩუნებდა პირველი მყიდველის ფაქტორს მინიმუმ.
aduinalipa 2 აგვისტო 2018 22:23
ციტატა: forzajuve
rato ggoniat ro milanma ufro isargebla, kaldara jobia bonuchis tu higuanshi 55 milioni iafia

ბონუჩი 2 წელიწადში უკვე იმის ნახევარიც ვერ იქნება რაც ახლაა. კალდარა უმატებს და რომანასთანაც კარგად თუ წეეწყო დროც ექნება და მხარდაჭერაც. იგუაინი 1-2 წელი ითამაშებს და სილვა კუტრონესაც ბევრს ასწავლის, საერთაშორისო ტურნირების გამოცდილება საკმაოდ დიდი აქვს. წონა დააგდო, გამტანი კაცია, მონდომებულია კალინიჩივით არ იდგება. რა წავაგეთ ამით?
forzajuve
forzajuve 2 აგვისტო 2018 14:43
rato ggoniat ro milanma ufro isargebla, kaldara jobia bonuchis tu higuanshi 55 milioni iafia
Abate 2 აგვისტო 2018 14:16
იქნება კოპა იტალია ან ევროპა ლიგა მაინც დავდოთ მარა ამ ევროპა ლიგაზე ისეთი გუნდებია უკვე არვიცი ჩელსი, არსენალი , სევილია შეიძლება ცოტა სუსტადაც კი მოგეჩვენოთ მარა ყველაზე მეტი გამოცდილება ამ გუნდააქ ევროპა ლიგაზე ასე რომ ჩამოსაწერი არაა იმედია რაღაცას მაინც მივაღწევთ წელს
Corvo 2 აგვისტო 2018 11:40
ღიპიტას უკვე არ აქვს ღიპი :დ
Shevchenko 2 აგვისტო 2018 11:24
ერთი ნახევარმცველიც რა და ერთი ფლანგის ფეხბურთელი რო ჩალხანა მარცხენა ფლანგზე არ ჩაიკარგოს
R.BAGGIO 2 აგვისტო 2018 11:13
ციტატა: william265
დავაი იგუ მიდი მუცლის პრესები და აჯიმანიები დაიწყე. ექიმების ნამუსზეა უკვე მუცელზე 6 კუბიკი დაუყენონ თორე ვაგინებ!!!!!
კალდარამ და რომანიოლიმ ოჯახებით უნდა იარონ ერთმანეთში.
ერთმა მეორეს ბავშვი მოანათლინოს ჰე ახლა მოიხოდეთ ბიჯო
:დდ

აჰაჰაჰაჰააა საღოლ )))))))))))))))))))))
william265 2 აგვისტო 2018 09:42
დავაი იგუ მიდი მუცლის პრესები და აჯიმანიები დაიწყე. ექიმების ნამუსზეა უკვე მუცელზე 6 კუბიკი დაუყენონ თორე ვაგინებ!!!!!
კალდარამ და რომანიოლიმ ოჯახებით უნდა იარონ ერთმანეთში.
ერთმა მეორეს ბავშვი მოანათლინოს ჰე ახლა მოიხოდეთ ბიჯო
:დდ
ROSSONERO 2 აგვისტო 2018 08:53
მემგონი მილანმა უფრო ისარგებლა

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კონტი, სტრინიჩი, კალდარა

გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image