"კურვა სუდის" ლიდერებმა "მილანის" ახალ მფლობელებს წერილით მიმართეს

image

"მილანის" მთავარი ფანკლუბის, "კურვა სუდ მილანოს" ლიდერები კლუბის ახალი მფლობელის, ამერიკული საინვესტიციო კომპანა "ელიოტის" ხელში გადასვლას გამოეხმაურნენ.

"ამ განცხადებაში გვინდა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, რაც ბოლო წლებში კლუბის ირგვლივ მოხდა. ჩვენ არც ეკონომიკური ექსპერტები და არც ფინანსისტები ვართ, ჩვენ ვართ ულტრასები, რომლებიც ვზრუნავთ სიტუაციებზე, რომელიც ჩვენი "მილანის" ირგვლივ ხდება. უბრალოდ ვითხოვთ კლუბის ფერების მიმართ - პატივისცემას, სიყვარულს, ერთგულებას და თავგანწირვას".

"გვქონდა საშუალება, მივსალმებოდით გუნდს, ჩვენს მწვრთნელს - ჯენაროს და მირაბელის, რომელმაც ამ დროის მანძილზე გამოიჩინა შრომისმოყვარეობა და გამჭვირვალობა. რინოს არჩევა მირაბელის სწორი არჩევანი იყო! მუშაობის პირველივე დღიდან გატუზოს და მირაბელის დუეტმა გუნდს გამარჯვების მენტალიტეტი დაუბრუნა. კლუბში მათ ორივემ მოეახერხეს წესრიგის დამყარება, მწვრთნმა - გასახდელში, ხოლო სპორტულმა დირექტორმა გაანთავისუფლა კლუბი ისეთი თამაშებისგან და ტრიუკებისგან, რომელსაც ძველი მენეჯერები გვთავაზობდნენ. მირაბელის წინააღმდეგ ბრძოლა, რომც იყოს, ჩვენ მაინც მის გუნდში ვიქნებოდით".

"რაც შეეხებათ ახალ მფლობელებს, შეგვიძლია ვთხოვოთ მათ, რომ გადახედონ "როსონერის" ისტორიას და არ დაგავიწყდეთ, რომ ლეონადრომ ჩვენს ფერებს შეაფურთხა, რის გამოც "კურვა სუდმა" დერბიში მას ის ცნობილი ბანერი მივუძღვენა! ჩვენ გვჭირდება დიდი ადამიანები - ნამდვილი მილანისტები, ლეონარდომ კი ჩვენი ფერები გაყიდა და უღალატა".

"ისიც გაცნობიერებული გვაქვს, რომ რეკონსტუქცია დროს მოითხოვს, ხოლო სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელია თანადგომა და ნდობის გამოცხადება. იმედი გვაქვს, რომ კლუბისთვის საპასუხისმგებლო პოზიციებს კომპეტენტური ხალხი დაიკავებს - ხალხი, რომლებიც პატივს სცემენ "მილანს" და პატივს სცემენ წითელს და შავს! ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ჩვენს ფერებს"
, - წერია "კურვა სუდის" განცხადებაში.

ლეონარდოსთან დაკავშირებით იხილეთ სტატია: "მილანს" ორი ახალი სახელი დაუკავშირეს
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 4

leo2002 17 ივლისი 2018 12:30
ლეონარდო არც მე მინდა იყოს სადაც არის ინტერში არუნდა წასულლიყო და ეყვარებოდათ მილანელებსაც
--------------------
luka9 15 ივლისი 2018 23:14
ეს ლეონარდო არასდროს არ მევსასებოდა და არც დამევასება
william265 15 ივლისი 2018 23:10
მირაბელის პალაჟენია დაუყენებია ულტრასებში :))
მე ისედაც არ ვარ მაგ კაცის წინააღმდეგი, დარჩეს და აკეთოს თავისი საქმე.
ROSSONERO 15 ივლისი 2018 22:51
ლეონარდოზე მართალს ამბობენ და დალშე უფრო სიმკაცრე მართებს კურვა სუდს

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

ეთანხმებით "მილანის" გადაწყვეტილებას ევროპა ლიგიდან თავის მოხსნასთან დაკავშირებით?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image