"მილანის" პრეზიდენტი ბერლუსკონის "მარჯვენა ხელი" გახდება?

image

"მილანის" ახალი მფლობელი, 1977 წელს დაარსებული და საკმაოდ წარმატებული ამერიკული საინვესტიციო კომპანია "ელიოტი" კლუბში ფინანსური გარემოს დასტაბილურებასა და ახალი, სწორი და შედეგის მომტანი მენეჯმენტის შექმნას გეგმავს.

ცვლილებები იქნება დირექტორთა საბჭოშიც, სადაც ერთ-ერთ თანამდებობაზე პაოლო მალდინის იწვევენ, თუმცა მთავარი საკითხი პრეზიდენტის პოსტს ეხება, რომელიც ლი იონჰონის წასვლის შემდეგ ვაკანტური გახდება.

დღეს, იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ "შავ-წითელთა" პრეზიდენტი, შესაძლოა, პაოლო სკარონი გახდეს, რომელიც 2017 წლიდან მოყოლებული, ანუ იონჰონის პრეზიდენტობის პერიოდში, კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი გახლდათ. სკარონი სილვიო ბერლუსკონის ახლო მეგობარი და არაერთ საქმეში პარტნიორია.

სკარონი ამჟამად ერთ-ერთი უმსხვილესი იტალიური ბანკის ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო წარსულში ასევე უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი კომპანიის გენერალური დირექტორი იყო. როგორც იტალიური პრესა ამბობდა, ბერლუსკონიმ ლი იონჰონთან შეთანხმების შედეგად, სკარიონის სახით, "მილანის" დირექტორთა საბჭოში "თავისი კაცი" დაიტოვა, რათა კლუბში მიმდინარე ყველა პროცესზე წვდომა ჰქონოდა.

სკარონის შესაძლო გაპრეზიდენტება, ჯერჯერობით მხოლოდ კულუარული ცნობაა, მაგრამ როგორც წესი, იტალიელ ჟურნალისტებს ასეთ საკითხებთან დაკავშირებით დიდი ცდომილებები იშვიათად აქვთ ხოლმე, შესაბამისად, ბერლუსკონის "მარჯვენა ხელის" "როსონერის" მთავარ კაცად დანიშვნა, სრულიად რეალურად უნდა მივიჩნიოთ.

რაც შეეხებათ მარკო ფასონესა და მასიმილიანო მირაბელის, მათი ლომბარდიის მთავარ ქალაქში დარჩენა ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუმცა დიდი შანსია, თანამდებობა ორივემ შეინარჩუნოს. ცვლილებები არ ეხება ჯენარო გატუზოს, რომელიც "ელიოტმა" თავის განცხადებაში მოიიხსენია და "ახალი მილანის" აშენების იმედი "რინოსთან" ერთად გამოთქვა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 13

Zeon 13 ივლისი 2018 15:56
საქმეები კი ისე მიდის რომ დიდი შანსია რომანიოლი ბონუჩის გარეშე დარვჩეთ საერთოდ
James10 12 ივლისი 2018 19:01
ამ გუნდში აუცილებლად საჩიროა დეპაი50მ+ფაბრეგასი40მ+კავანი70მ
გაყიდონ ეს ბალასტები თავზე საყრელად გვყავს და დაამათონ მაყუთი და დაითრიონ ესენი ამ გუნდით მინიმუმ
სამეულშიც შევალთ
Shevchenko 12 ივლისი 2018 18:34
[quote=bachi][quote=Shevchenko] ვინმე ტოპი თუ არ ვიყიდეთ მითუმეტეს ცენტრში,ისედაც ვერ გავუწევთ იუვეს, ნაპოლის და რომას კონკურენციას და აზრი? სტრინიჩი გინდ იყოს და გინდ არაა[/quote]

ეგ უკვე ცუდი პოლიტიკაა როცა ვიღაცაზე ვამბობთ არ ვარგა მაგრამ მაინც გვყავდეს იმიტომ რომ სხვა პოზიციაზე ფეხბურთელები მაინც არ გვივარგა. პირიქით ყველა რგოლი უნდა იყოს ძლიერი, ბოლოს და ბოლოს რამდენი მფლობელი უნდა გამოვიცვალოთ და ვინმემ როგორ არ უნდა მოგვხედოს.
bachi 12 ივლისი 2018 17:56
[quote=Shevchenko] ვინმე ტოპი თუ არ ვიყიდეთ მითუმეტეს ცენტრში,ისედაც ვერ გავუწევთ იუვეს, ნაპოლის და რომას კონკურენციას და აზრი? სტრინიჩი გინდ იყოს და გინდ არაა
leo2002 12 ივლისი 2018 17:43
მილანი დამიბრუნოს და ვინც უნდა ის იყოს 022
--------------------
Shevchenko 12 ივლისი 2018 17:40
ციტატა: bachi
"მილანის" პრეზიდენტი ბერლუსკონის "მარჯვენა ხელი" გახდება?

რას ამბობ რომაც, ინტერიც, ნაპოლიც და იუვეც ძალიან კარგი გუნდებია. ლაციოსთან შარშან რაც დაგვემართა კი მახსოვს.
bachi 12 ივლისი 2018 16:25
ბაზარი არაა სტრინიჩი არ წყვეტს ვარსკვლავებს, მაგრამ ვინების წინააღმდეგ თამაშობდა??? პრემიერ ლიგის ვარსკვლავების წინააღმდეგ, სერია ა ში კი ვინ გვყავს მასეთი??? ასე რომ იტალიის ჩემპიონატისთვის არა უშავს მგონია, უკეთესი რომ გვყავდეს მეც მინდა :)
Shevchenko 12 ივლისი 2018 14:35
ციტატა: Zeon
არ ვიცი ვის როგორ მაგრამ სტრინიჩი უკვე მასტერია უკან პასების და ამ მილანში არავისზე ნაკლები არ იქნება მაგ მხრივ .....არ მომეწონა საერთოდ და რაც ვიდამ და ლოვრენმა მაგი დააზღვიეს საღოლ ორივეს


ყველაზე ბანძი ხორვატი გვყავს allegri
კაია ეს საიტი მაგრად მუშაობს
Zeon 12 ივლისი 2018 13:02
არ ვიცი ვის როგორ მაგრამ სტრინიჩი უკვე მასტერია უკან პასების და ამ მილანში არავისზე ნაკლები არ იქნება მაგ მხრივ .....არ მომეწონა საერთოდ და რაც ვიდამ და ლოვრენმა მაგი დააზღვიეს საღოლ ორივეს
Baresi 12 ივლისი 2018 11:56
საღოლ ადმინებო მაგრად მუშაობთ... დიდი მადლობა
ROSSONERO 12 ივლისი 2018 09:32
ციტატა: GI2GI
კალინიჩი რა საცოდავი იდიოტია. ფინალში გავიდა მაგისი გუნდი. ისე დაიქანცა მთელი ხორვატია, მაგისი ადგილიც იქნებოდა სასტავში მაგრამ მაგ უნიჭოს იმხელა ამბიცია აქვს 90 წუთი უნდა თამაში

სამაგიეროდ სტრინიჩის სახით მსოფლიო ჩემპიონის ტრანსფერი გამოგვივა galliani
GI2GI 12 ივლისი 2018 09:27
კალინიჩი რა საცოდავი იდიოტია. ფინალში გავიდა მაგისი გუნდი. ისე დაიქანცა მთელი ხორვატია, მაგისი ადგილიც იქნებოდა სასტავში მაგრამ მაგ უნიჭოს იმხელა ამბიცია აქვს 90 წუთი უნდა თამაში

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, კალაბრია, ბონავენტურა, იგუაინი, მუსაკიო, ჩალჰანოღლუ

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image