ახალი ცნობები "მილანის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

image

"მილანის" ფინანსური პრობლემები, სავარაუდოდ, დასრულდება, რადგან კლუბი ახალი მფლობელის ხელში გადავიდა. მოგეხსენებათ, "როსონერის" ამიერიდან ამერიკული კომპანია "Elliott Management Corporation"-ი ფლობს, რომელსაც იტალიელთა ყოფილმა მფლობელმა, ლი იონჰონმა დათქმული 32 მილიონი ევრო დროულად ვერ გადაუხადა.

შეთანხმების მიხედვით, იონჰონს აღნიშნული ვალი ივლისის დასაწყისში უნდა დაეფარა, საბოლოოდ, მას ამერიკელებმა გარკვეული ვადა კიდევ მისცეს, თუმცა ამან ჩინელ ბიზნესმენს ვერ უშველა და როგორც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, კლუბის აქციათა 99.93% სწორედ "ელიოტის" დაქვემდებარებაში გადავიდა.


ახალი ცნობები "მილანის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

გავრცელებული ცნობებით, ელიოტის წარმომადგენლები ლონდონში "მილანის" გენერალურ მენეჯერ მარკო ფასონეს შეხვდნენ. კულუარულად დაიწერა ისიც, რომ ფასონე-მირაბელის დუეტთან თანამრომლობა "ელიოტის" გეგმებში არ შედის, თუმცა იტალიაში ამ ინფორმაციას უფრო ჭორს უწოდებენ და წესით, როგორც ფასონემ, ასევე, სპორტულმა დირექტორმა - მასიმილიანო მირაბელიმ თანამდებობები უნდა შეინარჩუნონ.

საკითხზე კომენტარი გააკეთა "Elliott Management Corporation"-ის დამარსებელმა და გენერალურმა დირექტორმა, პოლ სინგერმაც: "ფინანსური მხარდაჭერა, სტაბილურობა და სწორი ზედამხედველობა, მსოფლიო დონის გამოცდილებისათვის და წარმატებისათვის, აუცილებელი საწინდარია".

"ჩვენი კომპანია ელოდება გამოწვევას, რომ კლუბი დიდებულ ევროპულ ოჯახში დააბრუნოს, იქ, სადაც ყოფნა "მილანს" ნამდვილად ეკუთვნის. "ელიოტს" ამ გუნდის ღირსებისა და ღირებულებების მტკიცედ სჯერა".


ახალი ცნობები "მილანის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

"Elliott Management Corporation"-ი 1977 წელს, ნიუ იორკში დაარსებული საინვესტიციო კომპანიაა. 2017 წლის მონაცემებით, მისი წლიური ბრუნვა 34 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული კომპანიის ბოსები "როსონერიში" მისი ლეგენდის, პაოლო მალდინის დაბრუნებას აპირებენ, თუმცა 49 წლის იტალიელის მომავალი თანამდებობა ჯერჯერობით არ სახელდება. ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად გასულ წელს, როცა "შავ-წითლები" ლი იონჰონმა გადაიბარა, მალდინიმ კლუბში მუშაობაზე უარი განაცხადა, რაც, შესაძლოა, ჩინელის არცთუ მაღალ ავტორიტეტსა და პერსპექტივებს უკავშირდებოდა.


ახალი ცნობები "მილანის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

ყველაფრის მიუხედავად, აპენინურ პრესაში წერენ, რომ ამერიკულმა კომპანიამ, შესაძლოა, "მილანი" გაყიდოს. კლუბის შეძენით რამდენიმე წარმატებული ბიზნესმენი ინტერესდება, რომელთა შორისაც, "მონაკოს" ამჟამინდელი მფლობელი, რუსი მილიარდერი, დმიტრი რიბოლოვლევი, ერთ-ერთი უმდიდრესი ამერიკული რიკეტსების ოჯახი და კომპანია "მედიაკომის" მფლობელი, იტალიელი როკო კომისო არიან.

შეგახსენებთ, რომ იონჰონგ ლიმ "მილანი" 2017 წლის აპრილში, სილვიო ბერლუსკონის კომპანიისგან შეიძინა, რაც ჯამში 740 მილიონი ევრო დაუჯდა. როგორც თანდათან გაირკვა, იონჰონს, რომელიც "Ebay"-ს ჩინურ ვარიანტს ფლობს, თანხა სრულად არ ჰქონდა და ნაწილი სწორედ "Elliott Management Corporation"-ისგან ისესხა. ამ ვალმა კი პროცენტებიანად უკვე 412 მილიონს მიაღწია, რაც ამერიკელებმა "მილანის" სანაცვლოდ გაქვითეს.

აგრეთვე, "ელიოტმა" თავის თავზე აიღო იმ ვალდებულებების გასტუმრება, რომელიც გუნდს აკისრია - მაგალითად უეფას 30 მილიონიანი სასჯელი. და საინტერესო კითხვაზე პასუხი, თუ რა თანხას მიიღებს ჩინელი ბიზნესმენი ამერიკული კომპანიისგან, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ჭორის დონეზე ამბობენ, რომ მისტერ ლი 200 მილიონს დაიბრუნებს - იმ თანხის ნაწილს, რაც "როსონერის" ყიდვის დროს თავისი სახსრებიდან გაიღო.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 2

Kaxa777 12 ივლისი 2018 12:34
არ გაყიდონ და თვითონ მართონ გუნდი აჯობებს
ROSSONERO 12 ივლისი 2018 09:31
იმედია მალე გაყიდიან და ის ახალი მფლობელებიც მერე კიდე თავის ჭკუაზე არ დაიწყებენ ხელმძღვანელების ცვლას :/

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კონტი, სტრინიჩი, კალდარა

გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image