"მილანის" გაყიდვა უეფას გადაწყვეტილებას გააუქმებს?!

image
აპენინურ მედიაში ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე აქტიურად განიხილავენ "მილანის" გაყიდვის შესაძლებლობებს. როგორც ბოლოს ითქვა, კლუბის მოქმედმა მფლობელმა იონჰონგ ლიმ "ელიოტის" ვალის ნაწილის, 32 მილიონის გადახდა დროულად ვერ მოახერხა, რამაც ამერიკულ კომპანიას 1 წლის წინ ჩინელ ბიზნესმენთან გაფორმებული კონტრაქტის ძალით ხელფეხი გაუხსნა.

კერძოდ, ჯერჯერობით დაუდასტურებელ ინფორმაციებს თუ ვენდობით, მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე "როსონერი" სამართავად ამერიკული საინვესტიციო კომპანიის ხელში გადავა და მენეჯერი ჯოშ სვიდლერი უხელმძღვანელებს. "ელიოტი" კლუბს ტრანსფერებისთვის ფინანსურადაც მოამარაგებს და მმართველ საბჭოში რამდენიმე ცვლილებასაც განახირციელებს.

"GDS"-ის ცნობით, მოვლენების ასეთი ფორმატით განვითარებამ შესაძლოა უეფას მიერ ოფიციალურად მიღებული გადაწყვეტილება გააუქმოს. მოგეხსენებათ, ფინანსური პრობლემების გამო, რაც სწორედ "ელიოტის" ვალს უკავშირდებოდა, უეფამ "მილანი" 1 სეზონით ევროტურნირებიდან მოკვეთა, ახლა კი საქმე იმავე პრობლემებთან აღარ გვაქვს და შესაძლოა 19 ივნისს ჩანიშნულ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ საწინააღმდეგო განაჩენი გამოიტანოს.

აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ "ელიოტის" გეგმებში "მილანის" სამუდამოდ ფლობა არ შედის, ამიტომ ამერიკელები კლუბის მყიდველთა კანდიდატურებს განიხილავენ და "როსონერის" ისევ გაყიდიან. შესაძლოა ამ პროცესმა რამდენიმე თვე გასტანოს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 4

Kaxa777 11 ივლისი 2018 13:09
გვეშველება რამე ვითომ ამის დედაც დავიღალევუკვე
MEDULA
MEDULA 11 ივლისი 2018 12:59
ისევ ბერლუსკონი ჯობდა ამ ბარდაგს... :(
ROSSONERO 11 ივლისი 2018 12:54
მთელი ზაფხული ახლა ისევ მილიონი ჭორი ;/
American 11 ივლისი 2018 08:00
Marazmia ukve Es yvelaperi

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
მატჩის მილანელი
ჰაკან ჩალჰანოღლუ

N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
იუვენტუსი
95
38
2
ნაპოლი
91
38
3
რომა
77
38
4
ინტერი
72
38
5
ლაციო
72
38
6
მილანი
64
38
7
ატალანტა
60
38
დანაკლისი
-
-
გამოკითხვა

ვის ხელში გსურთ, რომ "მილანი" აღმოჩნდეს?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image