ჰალილოვიჩი პრესკონფერენციაზე: "გატუზომ პირველივე საუბრისას მითხრა, რომ..."

image

"მილანის" ახალწვეულმა ალენ ჰალილოვიჩმა, რომელიც "როსონერის" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, დღეს პრესკონფენერცია გამართა და გულშემატკივრებს თავისი სათამაშო ნომერიც (77) წარუდგინა.

"ბედნიერი ვარ, რომ ტრანსფერი შედგა და უდიდესი ისტორიის გუნდში ავღმოჩნდი. ეს ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ერთი სული მაქვს, როდის გავალ მოედანზე, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო და გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო".

"ატმოსფერო შესანიშნავია, ყველამ კარგად მიმიღო. გატუზოს უკვე ვესაუბრე და ამისხნა, რომ რაც არ უნდა დამჭირდეს, მასთან სასაუბროდ ყოველთვის მიმესვლება და ის ყოველთვის იქნება ჩემს გვერდში".

"ციფრი 7 მომწონს, თუმცა დაკავებული იყო (იცინის), ამიტომ არჩევანი 77-ზე შევაჩერე. ჩემი პოზიცია? ამას გატუზო გადაწყვეტს. სადაც მას დავჭირდები, იქ ვითამაშებ. შემიძლია როგორც ნახევარდაცვაში თამაში, ასევე - შეტევაშიც".

"ბარსელონაში" როცა ავღმოჩნდი, არასრულწლოვანი ვიყავი. ახლა 22 ის ვარ და ბევრად მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე მაშინ. "ბლაუგრანას" რიგებში ბევრი სათამაშო დრო არ მქონდა, თუმცა მაინც დიდი გამოცდილება მივიღე".

"რატომ ავირჩიე "მილანი"? ბოატენგმა და აკვილანიმ ამ გუნდზე ბევრი რამ მითხრეს. მადლობა მათ კარგი რჩევებისთვის. და, რა თქმა უნდა, ისტორია, ის დიდებული ფეხბურთელები, რომლებიც აქ თამაშობენ. არ შეიძლება ამ ყველაფერს ემოციების გარეშე შეხედო".

"დიდი იმედი მაქვს, ადაპტაციის პროცესს მალე გავივლი და ბევრ მეგობარს გავიჩენ. ენის ბარიერი? ესპანური ვიცი და ვფიქრობ, იტალიურსაც მალე ვისწავლი, რადგან ეს ორი ენა ერთმანეთს ძალიან ჰგავს",
- ამბობს კლუბის ხორვატი ახალწვეული.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 11

Leoni 11 ივლისი 2018 03:19
AC MILAN- ოფიციალურად გახდა ელიოტის... გილოცავთ. Forza Milan...
william265 11 ივლისი 2018 02:11
ციტატა: CR7
acm.ge იონგჰონგ ლის ეკუთვნოდა თუ რაშია საქმე, რა უცნაურად დაემთხვა galliani


აღდგება დაახლოებით ერთ თვეში როგორც წავიკითხე მათ პოსტში.
CR7
CR7 11 ივლისი 2018 02:00
acm.ge იონგჰონგ ლის ეკუთვნოდა თუ რაშია საქმე, რა უცნაურად დაემთხვა galliani
sania 10 ივლისი 2018 23:06
ჰალილოვიჩი რატო მოგწონთ ხახლო რაიყოთ თვალებში ვეგარ იყურებით. ყველაფერზე ყმაყოფილები ხართ!! მაგის მაგივრად კვეკვესკირი რო მიეყვანათ მააგზეც იტყოდით მაღალი დონის არის და გამოგვადგებაო კაით რა.
leo2002 10 ივლისი 2018 21:16
წარნატებები ჰალილ <3 ახალი მოდრიჩი უნდა გახდე
--------------------
Shako(milanista)
Shako(milanista) 10 ივლისი 2018 20:54
ერთის მხრივ კარგია რონალდო იტალიაში რო გადმობარგდა იქნებ სხვა მაღალი დონის ფეხბურთელებიც გადმობარგდნენ რო იტალიის დონემ ისევ აიწიოს თორე ერთი ვარვსკალი არ ყავს ჩემპიონატს..... და ჩვენებმაც იქნებ რამე მოიფიქრონ მთავარია გუნდი მალე გადავიდეს ახალი მფლობელის ხელში
American 10 ივლისი 2018 20:09
ციტატა: GI2GI
გადმოვბარგდი ამ საიტზე :) აცმ.გე დაიბრიდა მგონი საბოლოოდ

Mokvda acm. ge?
MILANELI777 10 ივლისი 2018 19:47
Vsio ronaldo juves fexburtelia.... ert mxriv gamisworda calcios done amaghldeba..magram juve milans ra gaudzlebs...isedac dzlivs vugebdit da axla....
luka9 10 ივლისი 2018 19:41
მე პირადად ძაან მეიმედება ჰალილოვიჩი.სწრაფი და ტექნიკური ბიჭია ცოტა ბურთის თრევა კი უყვარს მაგრამ გადაეჩვევა
GI2GI 10 ივლისი 2018 17:58
გადმოვბარგდი ამ საიტზე :) აცმ.გე დაიბრიდა მგონი საბოლოოდ
william265 10 ივლისი 2018 17:51
სტრინიჩიც ხორვატია და მან იცის იტალიური, ამასთანავე ვზროსლი ტიპია და ბევრ რამეს აუხსნის ალენს იტალიის ჩემპიონატის შესახებ.
ვფიქრობ ორივე ერთად ძალიან მალე გაივლის ადაპტაციას თუმცა რაზეა საუბარი, სტრინიჩი უკეთ აუღებს ალღოს პოზიციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, კალაბრია, ბონავენტურა, იგუაინი, მუსაკიო, ჩალჰანოღლუ

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image