გატუზოს ახალი სეზონის პირველი პრესკონფერენცია: "ევროპა ლიგისთვის ვემზადებით!"

image
დღეს "მილანელოზე" დიდი ამბები მოხდა - კლუბმა ახალი სეზონისთვიზ მზადება ოფიციალურად დაიწყო. "როსონერის" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ და სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ საერთო პრესკონფერენცია გამართეს და ბევრ საინტერესო საკითხზე ისუბრეს.

ჯენარო გატუზო: "წინ 50 დღიანი მძიმე მოსამზადებელი ეტაპი გველის. თუმცა ახლა გაცილებით მსუბუქად ვგრძნობ თავს, ვინაიდან ჩვენ ფეხბურთზე ვსაუბრობთ და არა კლუბის ბედზე. ამ საკითხზე კი კითხვები უფრო კომპეტენტურ პირებს უნდა დაუსვათ".

"გუნდისათვის მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა. ყველა ახალწვეული მალე ჩემს განკარგულებაში იქნება. ისინი ძალიან გაგვაძლიერებენ და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ახალი სახე კიდევ შემოგვემატება".

"სეზონს ენთუზიაზმით და რწმენით ვიწყებთ. ჩემს თავზე დიდ ზეწოლას ვგრძნობ, თუმცა ეს მაძლიერებს. ვიცი, რომ გუნდის ლიდერი ვარ, მაგრამ სმწუხაროდ ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული".

"მილანის" ირგვლივ დიდი გაურკვევლობაა და ახლა ჩემზე მეტად მირაბელის და ფასონეს აქვთ სამუშაო. მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არავის გვეპარება და მჯერა, რომ ისინი სატრანსფერო ბაზარზე სწორად იმოქმედებენ".

"ხელმძღვნელები ჩემგან ინფორმირებულნი არიან. იციან, რომ ჩვენ გვჭირდებ ვინგერი და ნახევარმცველი იმავე თვისებებით, როგორიც ფრენკ კესის აქვს. ასეთი ვინგერი ჰალილოვიჩია? ამაზე ვფიქრობ და ვარიანტებს მოედანზე განვიხილავ. ისე კი მისი ტრანსფერი ძალიან გაგვაძლიერებს".

"ახლა შემადგენლობა გადავსებულია და რამდენიმე მოთამაშე აუცილებლად დაგვტოვებს, თუმცა შანსს ყველა მათგანი მიიღებს. მაგალითად ბაკას საკითხს მოედანზე განვიხილავთ და არა მაგიდასთან. ვიცი, რომ კოლუმბიელი დარჩენის მიზნით დაგვიბრუნდება და ყველაფერს გააკეთებს ამის დასამტკიცებლად".

"სილვა? მინდა, რომ მუნდიალის შემდეგ კარგად დაისვენოს და შემდეგ ვნახოთ რა იქნება. ანდრემ იცის, რასაც ველოდები მისგან. კალინიჩი? მას ქონდა გარკვეული პრობლემები და სამწუხაროა, რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან ნაადრევად გამორიცხეს. ის შეცდა, ეს ყველაფერი თავისი აგენტისთვის დროულად უნდა ეცნობა".

"ძაძას ტრანსფერი? ჩვენ გვყავს კუტრონე, რომელსაც მსგავსი თვისებები აქვს... დონარუმა და რეინა ერთად? გუნდისთვის უკეთესია, როცა ორი დიდი მეკარე ყავს. ითამაშებს ის, ვინც უკეთეს წარმოაჩენს თავს".

"შევცვლით თუ არა ტაქტიკას? თამაშს ისევ 4-3-3 სქემით გავაგრძელებთ, თუმცა მინდა, ახალწვეულების თვისებებიდან გამომდინარე თამაშის დროს გარკვეული სახის როტაციაზე ვიმუშაოთ, მაგალითად 3 მცველიანი ტაქტიკაზე. ყველაფერს ჩვენს მატჩებში ნახავთ".

"უეფას გადაწყვეტილება? საბოლოო განაჩენი ჯერ არ არსებობს. ევროთასებზე ჩვენი მონაწილეობის საკითხს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო 19 ივლისს განიხილავს, ამიტომ ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ევროპა ლიგისთვის ვემზადებით"
, - აღნიშნა გატუზომ.



P.S. მასიმილიანო მირაბელის სრულ პრესკონფერენციას ჩვენი ვებგვერდი მოგვიანებით შემოგთავაზებთ
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 3

ROSSONERO 10 ივლისი 2018 16:05
ციტატა: leonardo
evropadan ar moukvetivart jer mgobi kaia

საარბიტრაჟო სასამართლოში ასაჩივრებენ.. ისე მოკვეთილები ვართ 19 ივლისის გადაწყვეტილებამდე
leonardo 10 ივლისი 2018 15:40
evropadan ar moukvetivart jer mgobi kaia
ROSSONERO 9 ივლისი 2018 22:46
მადლობა ადმინ თარგმანისთვის galliani

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
მატჩის მილანელი
ჰაკან ჩალჰანოღლუ

N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
იუვენტუსი
95
38
2
ნაპოლი
91
38
3
რომა
77
38
4
ინტერი
72
38
5
ლაციო
72
38
6
მილანი
64
38
7
ატალანტა
60
38
დანაკლისი
-
-
გამოკითხვა

ვის ხელში გსურთ, რომ "მილანი" აღმოჩნდეს?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image