მორატას "მილანის" ვარიანტი უფრო ხიბლავს

იტალიური სპორტული გამოცემის "Calciomercato"-ს ინფორმაციის თანახმად, ალვარო მორატას მიმართ ინტერესს რამდენიმე იტალიური გუნდი იჩენს.
ესპანელით დაინტერესებულთა სიაში ისეთი კლუბები შედიან, როგორებიც "ინტერი", "მილანი" და "იუვენტუსი" არიან და მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი "ჩელსის" გასულ სეზონში შეურთდა, მან გუნდის დატოვება გადაწყვიტა.
წყაროს ინფორმაციით, მორატას ყველაზე მეტად "როსონერის" ვარიანტი ხიბლავს, რადგან ამ გუნდში შანსი ექნება, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს და ლიდერად ჩამოყალიბდეს.
რას გეგმავენ ლომბარდიული გრანდის მესვეურები აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
კომენტარები 17