ძაძას "მილანში" გადასვლა უნდა

image

"CalcioMercato"-ს მტკიცებით, სიმონე ძაძას კარიერის გაგრძელება "მილანში" სურს. იტალიელი თავდამსხმელი "ვალენსიას" გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსიდან" შეუერთდა და ამ დროის განმავლობაში ძაძამ 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მოწინააღმდეგეები 13-ჯერ დაამწუხრა.

წყაროს ცნობით, სიმონეს აგენტმა "ღამურების" ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ თავის კლიენტს კარიერის გაგრძელება "როსონერიში" სურს.

რამდენიმე დღის წინ მასიმილიანო მირაბელი რომში ჩაფრინდა, რათა ძაძას აგენტს ბეპე ბოცოს შეხვედროდა. ამ შეხვედრაზე აგენტმა მირაბელის უთხრა, რომ სიმონემ უარყო ჩინური "ტიანძინის" სარფიანი შეთავაზება იმის იმედად, რომ კარიერას "სან სიროზე" გააგრძელებს.

"მილანმა" ძაძას შესაძენად ვინმე უნდა გაყიდოს და ეს ვინმე ნიკოლა კალინიჩია, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება მადრიდის "ატლეტიკოს".
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 5

giga qatamadze 9 ივლისი 2018 01:57
silvas kide skamze daalpoben ratundat es zaza xan kutrone xan silvada egaa zaza ara soio
ROSSONERO 8 ივლისი 2018 22:18
დაეტიე თუ ძმა ხარ სადაც ხარ :D
william265 8 ივლისი 2018 21:45
კალინიჩს ყველა ჯობია მაგრამ მაინც არ მინდა, მირჩევნია საერთოდ არ ვიყიდოთ ცენტრფორვარდი ვიდრე ძაძა გვყავდეს ან კალინიჩი.
Corvo 8 ივლისი 2018 20:13
ციტატა: rossoneri-best
კალინიჩს ბევრად ჯობია

ნამდვილად.
rossoneri-best 8 ივლისი 2018 18:48
კალინიჩს ბევრად ჯობია

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, კალაბრია, ბონავენტურა, იგუაინი, მუსაკიო, ჩალჰანოღლუ

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image