მონტელა: "მილანში" მეტ დროს ვიმსახურებდი"

image
"მილანის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ "Gazzetta dello Sport"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "როსონერიმ" ის ნაადრევად დაითხოვა და შანსს იმსახურებდა.

მონტელა "მილანმა" გასული წლის ნოემბერში დაითხოვა, მის ნაცვლად კი ლომბარდიულ გრანდს ჯენარო გატუზო ჩაუდგა სათავეში. ვინჩენცომ ტრანსფერებში 150 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა და ათი ფეხბურთელი გადაიბირა, თუმცა შედეგი მაინც ვერ დადო.

"ჩემი დათხოვნა? არასწორი იყო, რადგან ახალი პროექტის განვითარებას დრო სჭირდება. ჩვენ ათი სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელი გადმოვიბირეთ, მათგან კი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის გამოცდილება მხოლოდ ბონუჩის ჰქონდა."

"კლუბის ხელმძღვანელობამ მოთმინება ვერ გამოავლინა და დამითხოვა, რაც მცდარი გადაწყვეტილება იყო."
- განაცხადა ვინჩენცო მონტელამ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 3

luka9 3 ივლისი 2018 14:14
კაი რა რა დრო გჭირდებოდა თუ შედეგის დადება შეგეძლო დადებდი
ROSSONERO 3 ივლისი 2018 13:26
ამას თუ დრო არ მიცეს ზეედორფმა რაღა უნდა თქვას :D
william265 3 ივლისი 2018 13:04
მიშველეთ თორე ახლა გული ამიჩუყდება wink wink wink

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: ივან სტრინიჩი, ანდრეა კონტი, პატრიკ კუტრონე.

გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით როგორ შეაფასებთ "მილანის" ზაფხულის სატრანსფერო პოლიტიკას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image