კოსტაკურტა: "ჩვენს ფედერაციაში "მილანის" სასჯელი გაკვეთილი იქნება"

image
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის კომისარი და წარსულში "მილანის" ლეგენდარული ფეხბურთელი ალესანდრო კოსტაკურტა უეფასგან მიღებულ "როსონერის" სასჯელს გამოეხმაურა.

"სამწუხაროა, რომ ეს ფაქტი იტალიურ კლუბს შეემთხვა. მომხდარი ზოგადად კალჩოზე ცუდად იმოქმედებს და ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეოდრეს".

"უეფაში ამ საქმის განხილვა დიდი ხნის წინ დაიწყეს და ფაქტობრივად ვიცოდით, როგორ ვერდიქტსაც მივიღებდით. ეს განაჩენი ჩვენთვის გასაკვირი არ ყოფილა".

"მილანში" გვითხრეს, რომ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ, თუმცა არ ვიცი რა შედეგს გამოიღებს ეს მცდელობა".

"ფეხბურთის ფედერაციისთვის მომხდარი გაკვეთილი უნდა იყოს. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ გამოვრიცხოთ ასეთი შემთხვევები მომავლისთვის"
, - კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კოსტაკურტამ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

ROSSONERO 2 ივლისი 2018 01:48
ფედერციასაც დროულად უნდა მოეხდინა რეაგირება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: ივან სტრინიჩი, ანდრეა კონტი, პატრიკ კუტრონე.

გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით როგორ შეაფასებთ "მილანის" ზაფხულის სატრანსფერო პოლიტიკას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image