ძამბროტა: "გატუზოს ადგილას მას არ გავყიდდი"

image

"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ზამბროტამ ჯენარო გატუზო პირველი სეზონი და მისი გუნდის თითოეული რგოლი შეაფასა.

"რინომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, გუნდი ფიზიკურად და მენტალურად ფეხზე დააყენა. სეზონის ბოლოს ფეხბურთელებს ცოტა დაღლა შეეტყოთ, რადგან გატუზო მათგან მაქსიმალურს ითხოვს - ეს ფაქტი მისასალმებელია. მიუხედავად წარმოქმნილი სიტუაციისა, ჯენარომ საქმეს კარგად გაართვა თავი".

"ბონუჩი და რომანიოლის ძალიან კარგი ტანდემი აქვთ. შეტევაში კალაბრია უფრო პროდუქტიული მეჩვენება ვიდრე როდრიგესი, თუმცა ეს მხოლოდ მათზე არ არის დამოკიდებული (ჩალჰანოღლუ, სუსო)".

"ბილია, როგორც თვითონ არაერთხელ აღუნიშნავს პირლოს არ ჰგავს, თუმცა ის დინჯი და მიზანდასახული ფეხბურთელია, რომელსაც ზუგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს".

"ჩემი გადმოსახედიდან, ნახევარდაცვა საკმაოდ ძლიერად გამოიყურება, რომელიც ბილიას, ჩალჰანოღლუს, სუსოს, კესის და ბონავენტურასგან შედგება. ცენტრში როტაციისთვის რამდენიმე ახალ ფეხბურთელს დავამატებდი".

"რაც შეეხება შეტევას, კუტრონეს შენარჩუნება უდიდესი კაპიტალი იქნება. დარწმუნებული ვარ პატრი დიდი თავდამსხმელი დადგება! ასევე შევინარჩუნებდი ანდრე სილვას, რომელიც უცხო ჩემპიონატში საკმაოდ პატარა ასაკში აღმოჩნდა. თუ მოხერხდება, უნდა გაიყიდოს ნიკოლა კალინიჩი და მის ადგილას უფრო მაღალი კლასის ფორვარდი მოვიდეს",
- ამბობს ძამბროტას.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

zaza_sharawy 12 ივნისი 2018 20:02
ა კაცი ! გააჯმევინეთ ამ კალინიჩს რა ოხრად გვინდა

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კონტი, სტრინიჩი, კალდარა

გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image