ახალი მსურველი და ანდრე სილვას გეგმები

image

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მილანის" შემტევის ანდრე სილვას გადავიბარებას თურქული "გალათასარაი" ეცდება.

"La Gazzetta delo Sport"-ის ცნობით, თურქული კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს აღნიშნულ ტრანსფერზე და მალე ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს.

მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელის დამატება "მონაკოსაც" სურს და "მილანს" მის სანაცვლოდ რადამელ ფალკაოს სთავაზობს.

თავად ანდრე სილვა აცხადებს, რომ ახლა მხოლოდ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებზეა ორიენტირებული, ამიტომ არჩევანს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გააკეთებს.

22 წლის შემტევი "როსონერიმ" გასული წლის ზაფხულში "პორტოდან" 35 მილიონ ევროდ დაიმატა, მაგრამ ანდრემ მოლოდინი ვერ გაამართლა. სილვამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 შეხვედრაში 10 ბურთი გაიტანა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, კალაბრია, ბონავენტურა, იგუაინი, მუსაკიო, ჩალჰანოღლუ

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image