დღის ფოტო, კურიოზი, სამაგიერო - რაც გინდათ დაარქვით

image

"ადიდასს" რომ "მილანის" შესაძლებლობების "აღარ სჯერა" და მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა რომ გადაწყვიტა, ამის შესახებ კარგად მოგეხსენებათ. ისიც გეცოდინებათ, "როსონერი" მალევე "ადიდასის" ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ "პუმას" რომ შეუთანხმდა. ახლა კი იმ საინტერესო ინციდენტზე მოგახსენებთ, რომელიც არაბეთში მოხდა.

როგორც ჩვენმა საიტმა რამდენიმე დღის წინ გაუწყათ, "იუვესა" და "მილანის" იტალიის სუპერთასის მატჩი 2019 წლის 13 იანვარს, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართება. ამ შეთანხმების პრეზენტაციაზე გადაღებულმა ფოტომ კი ინტერნეტსივრცე დაიპყრო.

როგორც ქვემოთ მოყვანილ ფოტოზე ხედავთ, "მილანის" წარმომადგენელი მაისურზე "ადიდასის" ლოგოს ტექნიკურად მალავს. ალბათ ეს შემთხვევითობაზე მეტად მცირედი სამაგიერო უნდა იყოს...

აქვე იმ კითხვაზეც გაგცემთ პასუხს, რომელიც "როსონერის" ბევრ ქომაგს აინტერესებს: კლუბი "პუმას" მიერ შეკერილ ახალი ფორმის პრეზენტაციას იმიტომ ვერ აწყობს, რომ "ადიდასთან" არსებული ხელშეკრულება 1 ივლისამდე "მილანს" ამის უფლებას არ აძლევს.

ასე რომ, მომდევნო სეზონის ოფიციალურ ფორმას 1 ივლისს შევხედავთ.


დღის ფოტო, კურიოზი, სამაგიერო - რაც გინდათ დაარქვით
დღის ფოტო, კურიოზი, სამაგიერო - რაც გინდათ დაარქვით
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, ბონავენტურა, მუსაკიო

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image