ფაბიო ბორინის უცნობი და საინტერესო მხარეები

image

ფაბიო ბორინი მილანის ცენტრში ცხოვრობს და მისი ძირითადი ტრანსპორტი ველოსიპედია. უყვარს წიგნების კითხვა და კერძების მომზადება, ავეჯს არჩევს თავისი გემოვნებით და წითლდება, როდესაც რესტორანში პრესტიჟურ ადგილს უჯავშნიან. უნდოდა მარველის სუპერ გმირი გამხდარიყო, მაგრამ გულის სიღრმეში მიაჩნია, რომ მაინც გახდა პერსონაჟი - "ბავშვებისთვის ხომ ყველა ფეხბურთელი სუპერგმირია!". იგი არღვევს პროფესიონალი ფეხბურთელის სტერეოტიპებს - მის სახლში სუვენირად ფეხბურთის ბურთის ნაცვლად ამერიკული ფეხბურთის ბურთი უდევს, რომელზეც ოდელ ბექჰემის (ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი) ხელმოწერაა. ამ ბურთის გვერდით კი რამდენიმე პირადი ტიტული და ბევრი ფოტო სურათია...

შენ ხომ მათ შორის ხარ, რომელიც დარბის სანამ ფეხები ამის საშუალებას იძლევა?
- "ალბათ ამით ყველაზე მეტად ჯენარო გატუზოს ვგავარ. ის ზუსტად აფასებს, თუ როგორი დამუხტული ვარ საბრძოლველად. როგორც ის, მეც მატჩს ძალებისგან სრულიად დაცლილი ვასრულებ. დედაჩემი და მამაჩემი დღემდე დარბიან, ჩემი და კი სიგრძეზე ხტომით არის დაკავებული. საერთო ჯამში ჩემი მიზანდასახულობა სულაც არ არის გასაკვირი:".

გატუზოსთან მუშაობა რთულია? მონტელას მწვრთნელობის დროს მსგავსი დატვირთვის ვარჯიშები გქონდათ?
- "ერთს ვიტყვი - თუ ადამიანს ვარჯიში უნდა ამას ნებისმიერ მწვრთნელთან გააკეთებს".

სეზონის პირადი შეფასება როგორია?
- "ჩემთვის ყველაფერი იდეალურად განვითარდა. ბევრს ჩემგან პოზიტიური მოლოდინების არ ჰქონდა, თუმცა მგონია, რომ მიმდინარე სეზონში დავამტკიცე, "მილანის" ღირსი ვარ. იმედი მაქვს ცუდი არ ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ჩემთვის უჩვეულო პოზიციებზე ვთამაშობდი. ეს წელი ჩემთვის გამოწვევა იყო. უკვე დიდი ხანია საზღვარგარეთ ვთამაშობ და იტალიაში ზოგს დავავიწყდი კიდეც".

რა უნდა მოხდეს შემდეგ სეზონში, რომ კმაყოფილი დარჩე?
- "უფრო ბევრი უნდა ვითამაშო და უფრო მეტი გოლი გავიტანო. ადვილი არ არის სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. ყურადღების ცენტრში ყოფნა მინდა".

თავდამსხმელი თუ ფლანგის მცველი?
- "მესამეჯერ როდესაც გატუზომ ფლანგის მცველის პოზიციაზე თამაში დამავალა, მე მას ვუთხარი "მისტერ, დაცვითი თმაშის სწავლა მომიწევს". ადრე ხომ ყოველთვის მცველების წინააღმდეგ ვთამაშობდი და უცებ პირიქით, ერთ-ერთი მათგანი ავღმოჩნდი. არ ვიცი მომდევნო სეზონში რა პოზიციისთვის ვიშრომებ, მაგრამ ის ვიცი, რომ გულის სიღრმეში თავდამსხმელი ვარ".

იდეალური პოზიცია?
- "4-2-2 სქემაში, უკან ჩამოწეული ფორვარდი (პოზიცია ფორვარდს და ნახევარმცველს შორის)".

მუშაობასთან დაკავშირებით მიგაჩნია თუ არა შენი თავი სხვებისთვის სამაგალითო ფეხბურთელად?
- "დიახ! მე ბევრს ვშრომობ და ამას ხარისხიანად ვაკეთებ. ასევე ვეხმარები სხვებს - ინგლისურის ცოდნის გამო შემიძლია შუამავალის როლიც შევითავსო. მსიამოვნებს სხვისი დახმარება, ვცდილობ კოლექტივისთვის სასარგებლო ვიყო".

რა არის შენთვის "მილანი"?
- "ისტორია და ოჯახი! წარმოუდგენელი წარსული და ხალხი, რომლებიც ფეხბურთელებზე ზრუნავენ - მათგან გულწრფელ სიყვარულს ვგრძნობ. მსგავსი რამ მხოლოდ "ლივერპულში" ვიგრძენი".

თუ უეფა სანქციებს აამოქმედებს ფეხბურთელები გუნდიდან წავლენ?
- "მე ნამდვილად ვრჩები. არ მგონია, ვერდიქტის შემთხვევაში მასობრივი წასვლა მოხდეს. სად უნდა წახვიდეთ? ჩვენ "მილანში" ვართ".

თუ საკმარისს გადაიხდიან სუსომ შესაძლოა გუნდი დატოვოს?
- "მე მის ზრდას "ლივერპულში" ვაკვირდებოდი. ახლა ის სხვა ფეხბურთელია, ბევრად ჭკვიანი და ტექნიკური. თუ ის დაგვტოვებს, ეს ნამდვილი ტრაგედია იქნება".

თქვენი აზრით, ჩალხანოღლუმ ადაპტაცია გაიარა?
- "რთულ პერიოდში ხშირად ვაძლევდი რჩევებს, ოღონდ ძირითადად ორთაბრძოლების შესახებ. თუმცა რთული მომენტების დამარცხება ინდივიდუალურად მოახერხა".

გულწრფელად - სამი სიტყვით აღწერე საკუთარი თავი
- "ამბიციური, მამაცი, ძლიერი".

შენ "სანდერლენდში" მირაბელისთან მოგიწია მუშაობა. რა შეგიძლია მოგვიყვე მის შესახებ?
- "იგი ძლიერი სპეციალისტია, იცის ბევრი ფეხბურთელი და ყურადღებას არა მარტო სათამაშო ხარისხს, არამედ ადამიანურობასაც აქცევა. ეს კი გამარჯვებული გუნდი შენებისთვის აუცილებელია".

როგორ ფიქრობ, როდის იქნება შენი პირველი ტიტული "მილანთან" ერთად?
- "იმედია "იუვეზე" შურს ვიძიებთ და ეს სუპერთასის ფინალში მოხდება. ვოცნებობ "როსონერისთან" ერთად ტიტულის მოგებას და სუპერთასი კარგი დასაწყისი იქნებოდა".
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, კალაბრია, ბონავენტურა, იგუაინი, მუსაკიო, ჩალჰანოღლუ

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image