რეინა: "ძირითადისთვის ვიბრძოლებ"

image
"მილანის" ახალწვეული, 35 წლის ესპანელი მეკარე პეპე რეინა, რომელიც "როსონერისთან" კონტრაქტს 1 ივლისს გააფორმებს, იტალიურ მედიას თავის ახალ კლუბზე და კარიერის განვითარების შესაძლო ვარიანტებზე ესაუბრა.

"მილანი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია. ჩვენი ვალდებულებაა "როსონერი" ჩემპიონთა ლიგაზე დავაბრუნოთ, რაც პირადად ჩემთვის დიდი მოტივაციაა. ბედნიერი ვიქნები თუ კარიერას ამ კლუბში დავასრულებ. ძირითადისთვის საბრძოლველად ვარჯიშებზე ყოველ დღე დიდი შრომის გაწევა მომიწევს".

"ნაპოლიდან" წასვლის გადაწყვეტილება ერთი წლის უკან მივიღე. გასულ ზაფხულს - "პსჟ-მ" კარგი შემოთავაზება გამიკეთა, თუმცა "ნაპოლის" დეტალები არ აწყობდა... შემეძლო "სამედიცინო გამოკვლევებით" ეს ტრანსფერი მაინც შემდგარიყო, თუმცა ნეაპოლელებთან კიდევ ერთ წლიანი კონტრაქტი და სკუდეტოს მოგების უდიდესი სურვილი მაკავშირებდა, შესაბამისად კლუბის ეს გადაწყვეტილება მივიღე".

"მაურიციო სარი? ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ამ ხნის მანძილზე მამა-შვილური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ძალიან დიდ პატივს ვცემ და მასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. ბოლო სამი წლის მანძილზე გუნდის შედეგის მთავარი მიზეზი სწორედ სარი იყო - მისი ფეხბურთი ყველასგან განსხვავდება. თამაშის განსაკუთრებული ხედვის და მუშაობის მანიაკალური სიყვარულის გამო - მის თავს ნებისმიერ დიდ კლუბს შევთავაზებდი".

"მჯერა, რომ ახალ კლუბსაც ასევე კარგად შევეწყობი. "მილანის" შიდა სამზარეყლოს შესახებ ბევრი რამ მსმენია, ჯენარო გატუზოს ხასიათს კი შორიდან ვიცნობ. მან უკვე დაამტკიცა, რომ ბევრი შეუძლია. წინ საინტერესო სეზონი მელოდება"
, - ამბობს პეპე რეინა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: ივან სტრინიჩი, ანდრეა კონტი, პატრიკ კუტრონე.

გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით როგორ შეაფასებთ "მილანის" ზაფხულის სატრანსფერო პოლიტიკას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image