გატუზო: "ყველაზე მეტს ჩემს თავს მოვთხოვ"

image
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ განაცხადა, რომ წინა სეზონში იყო როგორც კარგი, ისე ცუდი მომენტები, მაგრამ მომდევნო სეზონში გუნდმა უფრო მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს.

"ეს იყო ძალიან რთული სეზონი. იმ ექვსი თვის განმავლობაში, რომელიც გუნდში გავატარე, გვქონდა როგორც კარგი, ისე ცუდი მომენტები. ჩვენ ახალ სეზონში ბევრი სამუშაო გვექნება. საჭიროა გუნდის განახლება, შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზება და უფროსობასთან საუბარი. ჩვენ უნდა დავისახოთ გეგმა პირველივე მოსამზადებელი ეტაპისთვის".

"ამის გასაკეთებლად საჭიროა წყურვილი და სურვილი, რომ მიღწეულზე არ გავჩერდეთ. ვინაიდან წინა სეზონში რამდენიმე შეცდომა იყო, ბევრს ველი როგორც საკუთარი თავისგან, ისე იმ ადამიანებისგან, რომლებიც აქ მუშაობენ. შემდეგ სეზონში ყველაზე მეტს ჩემს თავს მოვთხოვ"
, - ციტირებს გატუზოს "Football-italia".

გატუზომ მილანური კლუბი 2017 წლის ნოემბერში ვინჩენცო მონტელას წასვლის შემდეგ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით "როსონერიმ" იტალიის ჩემპიონატში მე-6 პოზიცია დაიკავა და უეფას ევროპა ლიგაში ასპარეზობის უფლება მიიღო.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: ივან სტრინიჩი, ანდრეა კონტი, პატრიკ კუტრონე.

გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით როგორ შეაფასებთ "მილანის" ზაფხულის სატრანსფერო პოლიტიკას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image