იტალიურ წყაროებზე დაყრდნობით, "როსონერის" 23 წლის ფრენკ კესის კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
როგორც მოგეხსენებათ, "შავ-წითლები" 6 ჩატარებულ მატჩში 16 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან, რაშიც დიდი წვლილი სწორედ კესის მიუძღვის.
კოტ-დივუარელის მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ივნისში იწურება. თუმცა, "Milannews.it"- ის ცნობით, "როსონერის" ხელმძღვანელობას სურს უფრო დიდხანს იხილოს ფრენკი გუნდში და რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკებები გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
მიმდინარე სეზონში, 23 წლის საყრდენი ნახევარმცველის ანგარიშზე 11 ჩატარებულ შეხვედრაში 1 გატანილი ბურთია, თუმცა ყველა აღიარებს მის დიდ როლს ამჟამინდელ "მილანში".
შეგახსენებთ, რომ , ამ ეტაპზე, კლუბის პრიორიტეტი ჯიჯიო დონარუმას და ჰაკან ჩალჰანოღლუს ხელშეკრულებების გახანგრძლივებაა, რომელთაც ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებათ.