დონარუმას მაისური თავზე „დაახიეს“

image

„ატალანტასა“ და „მილანის“ დაპირისპირებაში, რომელიც 1:1 დასრულდა. ახალგაზრდა დონარუმას ფანებმა მაისური უკან დაუბრუნეს. საქმე იმაშია, რომ 90 წუთის დასრულების შემდეგ, „როსონერის“ ფეხბურთელები გულშემატკივრებთან მივიდნენ და მაისურები უსახსოვრეს.

მოედნიდან გასვლამდე იგივეს გაკეთება მოინდომა ლომბარდიული გრანდის კიპერმა, თუმცა მაისური უკან დაუბრუნეს და მიაძახეს: „შენი მაისური არ გვჭირდება!“.

აღნიშნული მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისინი მე-6 და მე-7 პოზიციას იყოფენ, ხოლო ქულათა სხვაობა, მხოლოდ ერთია. კლუბები ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებას სცდილობენ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დონარუმას მიმართ ასეთი ქცევა თასის ფინალში დაშვებული მთელი რიგი შეცდომების გამო იყო გამოწვეული. გეტყვით, რომ გატუზოს შეგირდები იუვენტუსთან 0:4 დამარცხდნენ.скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, კალაბრია, ბონავენტურა, იგუაინი, მუსაკიო, ჩალჰანოღლუ

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image