"მილანი" და "მონაკო" ხმაურიან გაცვლას ამზადებენ

image

გავლენიანი გამოცემა "Tuttosport"-ის ინფორმაციით, "მილანი" "მონაკოსთან" დიდ მოლაპარაკებებს აწარმოებს. იტალიელებს ანდრე სილვას ფალკაოში გაცვლა სურთ.

როგორც იცით, "როსონერიმ" ანდრე სილვა გასულ წელს 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, მაგრამ, როგორც ჩანს, "შავ-წითლების" ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევი აღმოჩნდა, რადგანაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო პორტუგალიელს თავის გეგმებში ვერ ხედავს.

ანდრეს მიმდინარე სეზონში ძალიან ცოტა დრო ეძლევა და ამ გაცვლის ჩავარდნის შემთხვევაში არ არის გამორიცხული გუნდი ზაფხულშივე დატოვოს.

ჟურნალისტების მტკიცებით, მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და შეთავაზებული პირობები ორივე გუნდისთვის მისაღებია.

ცნობისთვის, რადამელ ფალკაომ მიმდინარე სეზონში "მონაკოელთა" მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და 24 გოლის გატანა შეძლო.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, კალაბრია, ბონავენტურა, იგუაინი, მუსაკიო, ჩალჰანოღლუ

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image