ბონუჩი: "პირველი ტიტულის მოგებაზე ვფიქრობ"

image

"მილანის" კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ იტალიის თასის ფინალში "იუვენტუსთან" გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა. 31 წლის ფეხბურთელს შანსი აქვს, რომ "როსონერიში” პირველი ტიტული ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩში მოიგოს.

"გატუზომ, როგორც ფეხბურთელმა, ყველაფერი მოიგო. იღბლიანი ვარ, რომ ის ახლა ჩემი მწვრთნელია. ალეგრისა და მას რაღაც საერთო აქვთ. მათ კარგად იციან, როგორ უნდა შექმნან გასახდელ ოთახში სათანადო ატმოსფერო. ასევე, ისინი თავიანთი მოთამაშეებისგან საუკეთესოს იღებენ".

"არ ვფიქრობ, რომ გუნდს მოტივაცია აკლია და სიტყვით გამოსვლა დამჭირდება, რათა მათ რაიმე სახის იმპულსი გადავცე. მით უმეტეს, ასეთი მწვრთნელი გვყავს, რომელიც ძალიან კარგი მოტივატორია".

"ჩვენ ვითამაშებთ დიდი გუნდის წინაშე, რომელსაც სკუდეტო ჯერ მხოლოდ მათემატიკურად არ აქვს მოგებული. "იუვეს" გააჩნია ხარისხი და ჰყავს დიდი ჩემპიონები, რომლებმაც დიდებული სეზონი ჩაატარეს".

"ტურინში გოლის აღნიშვნა მხოლოდ პირადი სიხარული იყო. უფრო მნიშვნელოვანი მიზნები მქონდა ამ სეზონში, რომელსაც ვერ მივაღწიე. მაგრამ ახლა მხოლოდ “მილანთან” ერთად პირველი ტიტულის მოგებაზე ვფიქრობ, რომელიც ამ სეზონს შეცვლის".

"მე მივესალმები ბუფონს და ჩემს ძველ თანაგუნდელებს. ზოგიერთთან საერთოდ ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, მაგრამ თამაშის დროს ჩვენ მეტოქეები ვათ. ბედნიერი ვარ, რომ ბუფონის, "იუვენტუსის" წინაამდეგ ვთამაშობს. სწორედ ამ გუნდში ვისწავლე, რომ არასდროს არ უნდა დანებდე"
, - ამბობს ლეონარდო.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, კალაბრია, ბონავენტურა, იგუაინი, მუსაკიო, ჩალჰანოღლუ

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image