"რობონ ჰუდისა" და აუტსაიდერის ჯახი | მიმოხილვა

image
იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურის მატჩში "მილანმა" "ბენევენტოს" უმასპინძლა და შეხვედრა 0:1 დათმო. აღსანიშნავია, რომ წაგებული მატჩის შემდეგ "როსონერიმ" თეორიული საჩემპიონთალიგო ამბიცია მდინარე ლამბრო მერიდიონალეს გაატანა.

შეხვედრა, როგორც დაანონსებული იყო, ისე წარიმართა და ძირითადად ბურთს მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა "ჩივო ვიგორიტოს" ბინადრებმა 29-ე წუთზე ანგარიში გახსნეს და ისტორიის წერა ახალი ფურცლიდან დაიწყეს. გოლის ავტორი იემელო გახდა, რომელსაც დიდი ალბათობით ბენევენტოს ქუჩებში ძეგლებს დაუდგამენ.

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს "როსონერის" გულშემატკივრებისთვის, შეხვედრის გადარჩენა ვერც ბობოქარმა გატუზომ მოახერხა და საბოლოო ჯამში ლომბარდიულმა გრანდმა მარცხი იგემა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კლუბებს შორის გამართული პირველი ჯახი საყაიმო ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ერთი სიტყვით, "რობინ ჰუდმა" "მილანმა" "ბენევენტოს" სერია ა-ში პირველი ქულაც აჩუქა და სტუმრად პირველადაც მოაგებინა.

სატურნირო ცხრილ თუ გადავხედავთ ნახავთ, რომ "ბენევენტო" გავარდნის პირასაა, აპენინური გრანდი კი მე-6 პიზიციას იკავებს და ევროპა ლიგის საგზურისთვის იწყებს ბრძოლას.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
მატჩის მილანელი
ჰაკან ჩალჰანოღლუ

N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
იუვენტუსი
95
38
2
ნაპოლი
91
38
3
რომა
77
38
4
ინტერი
72
38
5
ლაციო
72
38
6
მილანი
64
36
7
ატალანტა
60
38
დანაკლისი
-
-
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "მილანს" გაძლიერება ყველაზე მეტად?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image