"მილანის" პრეზიდენტი: "ვარსკვლავები - ეს ჩვენი ბოლო გაჩერებაა"

image
ერთი წლის წინ ჩინელმა ბიზნესმენმა იონჰონგ ლიმ "მილანი" შეიძინა და დღეს, ის კლუბის ქომაგების მისამართით ღია წერილს ავრცელებს, რომლითაც ამ მნიშვნელოვან თარიღს ეხმაურება.

"ძვირფასო ქომაგებო, სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ დღეს ჩვენ პირველ 1-წლისთავს ავღნიშნავთ ერთად!"

"ამ 12 თვის მანძილზე, ბევრი რამ მოხდა. გასულ ზაფხულს, დიდი თანხები ჩავდეთ კლუბში. ჩვენი მიზანი, ახალგაზრდა, ძლიერი და ამბოციური "მილანის" აშენებაა, რომელსაც სათავეში რინო გატუზო უდგას. ის უცნაური და ინსპირაციული მწვრთნელია, რომელსაც ჩემი, ჩემი გუნდის, "მილანის" ადმინისტრაციისა და ქომაგების დიდი ნდობა აქვს".

"მიუხედავად სირთულეებისა, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ ამ გზაზე, გუნდის წარმატება შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და ეს ყველაფერი ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა. მინდა მადლობა ვუთხრა მათ, ამისთვის".

"ამ შესაძლებლობით ვისარგებლებ და კიდევ ერთხელ, დაგიდასტურებთ, რომ "მილანის" პროექტი რეალურია და სანერვიულო არაფერია. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი და რთული გზა გვექნება გასავლელი, რომ "მილანი" მის კუთვნილ ადგილზე, ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე დავაბრუნოთ."

"ვიცით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. დასაწყისია იმ პროექტის, რომელიც "მილანს" წარმატებულ და სტაბილურ კლუბად აქცევს. ეს არის პროექტი, რომელსაც ჩვენ უფრო სრულყოფილს გავხდით. საკუთარ თავზე აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს, აუცილებლად შევასრულებთ. ჩვენი და თქვენი მუხტი, ერთად, იქნება ის ძალა, რომელიც ყოველდღიურ ინსპირაციად იქცევა."

"ვარსკვლავები - ეს ჩვენი ბოლო გაჩერებაა. უღმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ ერთი წლის მანძილზე გამოხატავდით, ამ ახალგაზრდა და გასაოცარი გუნდის მიმართ. ერთად, მართლაც განსაკუთრებულ წარმატებებს მივაღწევთ! FORZA MILAN".
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
მატჩის მილანელი
ჯაკომო ბონავენტურა

N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
იუვენტუსი
85
33
2
ნაპოლი
81
33
3
ლაციო
67
34
4
რომა
67
34
5
ინტერი
63
33
6
მილანი
54
34
7
ატალანტა
52
33
დანაკლისი
არავინ
ანდრეა კონტი, ალესიო რომანიოლი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "მილანს" გაძლიერება ყველაზე მეტად?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image