გატუზოს პრესკონფერენცია: "ბოლომდე, კბილებში დანით"

image
"სასუოლოსთან" სერია ა-ს 31-ე ტურში გასამართი მატჩის წინ "მილანის" იტალიელმა თავკაცმა ჯენარო გატუზომ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს რამდენიმე საინტერესო საკითხზე ესაუბრა.

"ბოლო ორ მატჩში ჩვენი სუსტი წერტილები კარგად დავინახეთ. "იუვესთან" უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "ინტერთან", მაგრამ ორივე შეხვედრა ჩვენთვის უმძიმესი იყო. სამწუხაროდ 6 ქულიდან მხლოდ 1 მოვიპოვეთ და მიზნის მისაღწევად შანსები შეგვიმცირდა, თუმცა ჩვენ კვილებში დანას გავიკეთებთ და იქამდე ვიბრძოლებთ, სანამ თეორიული შანსი იარსებებს".

"ბედნიერი ვარ, რომ კლუბისგან მხარდაჭერა ვიგრძენი და კონტრაქტი გავახანგრძლივე. ახლა ბევრად მშიერი ვარ, ვიდრე უწინ, რადგან მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვიცი, რომ ეს მხოლოდ ციფრებია და შეიძლება 3 მატჩის წაგების შემთხვევაში, "მილანელოს" მიღმა ჩემოდნით ხელში ავღმოჩნდე. ამიტომ მეტი ყურადღება მმართებს".

"სასუოლოსთან" ინიციატივას ავიღებთ და ბურთს გავაკონტროლებთ, თუმცა მეტოქეს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ისინი არაჩვეულებრივად თამაშობენ კონტრშეტევებზე. ეს გუნდი "როსონერისთვის" უხერხულ მეტოქედ ითვლება და ამიტომ წინასწარ გამარჯვებაზე ფიქრი არ ღირს, შვენი შესაძლებლობები არა აქ, არამედ მოედანზე უნდა ვაჩვენოთ".

"დიახ, უკვე სატრანსფერო ბაზარი მეც მეხება და ყველა ფეხბურთელზე ვკითხულობ, ვისაც პრესაში "მილანს" უკავშირებენ. მინდა იცოდეთ, რომ რევოლუცია არ იგეგმება. ამის საჭიროება არ გვაქვს, რადგან მე მყავს ბიჭები, რომლებმაც ამ სეზონში თავი წარმოაჩინეს და მათი განვითარების ხარჯზე მომდევნო სეზონში ბევრად კარგ შედეგს ვაჩვენებთ. ტრანსფერები იქნება, მაგრამ საჭირო ტრანსფერები".

"არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სტილის ფეხბურთელი ვიყავი უწინ. მინდა, ჩემმა გუნდმა კარგად ორგანიზებული შემტევი ფეხბურთი ითამაშოს, პარალელურად კი საფრთხის სუნს უნდა გრძნობდნენ. ამ ასპექტში კი ზოგიერთს მართლაც მომატება სჭირდება".

"კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემსა და ფეხბურთელების შორის არსებულ სიტუაციას არ შეცვლის. გუნდური სულისკვეთება არც აქამდე გვაკლდა და ყველა წევრმა იცის, რომ მათი მეგობარი ვარ. არამგონია, მყავდეს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ზურგში დანას დამარტყავს. მინდა, კარგი მწვრთნელი გავხდე, ამიტომ თანმიმდევრული ვარ და არავის ვატყუებ".

"ბონავენტურას აკრიტიკებენ? ის ფორმის პიკში არ არის, თუმცა "ინტერთან" უკეთ ითამაშა, ვიდრე "იუვესთან". ის გრძნობს პასუხისმგებლობას და იცის, რომ უკეთესი არავინ გვყავს და ხარვეზები უნდა გამოასწოროს. ჩვენ მისი გვჯერა და არ ვნერვიულობთ, რადგან დიდი ნიჭის პატრონია"
, - დაასრულა გატუზომ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
მატჩის მილანელი
ჰაკან ჩალჰანოღლუ

N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
იუვენტუსი
95
38
2
ნაპოლი
91
38
3
რომა
77
38
4
ინტერი
72
38
5
ლაციო
72
38
6
მილანი
64
38
7
ატალანტა
60
38
დანაკლისი
-
-
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "მილანს" გაძლიერება ყველაზე მეტად?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image