იტალიური გრანდი ანჩელოტის კანდიდატურას განიხილავს

უცხოურ პრესის ყველაზე ავტორიტეტული წარმომადგენლებიც ირწმუნებიან, რომ მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსში" თავისი შესაძლებლობები ამოწურა და ახლა ძალების გამოცდას პრემიერ ლიგაში, კერძოდი კი ლონდონის "ჩელსიში" აპირებს.
შესაბამისად, "ბებერმა ქალბატონმაც" დაიწყო თავის ახალ დამრიგებელზე ფიქრი. ბოლო ცნობების მიხედვით, ტურინში უნდათ, რომ კლუბი იტალიელ სპეციალისტს ჩააბარონ, რომელიც ბოლომდე დაიცავს "ბიანკონერის" ღირებულებებს.
ამ დროისთვის იტალიის მოქმედი ჩემპიონის ხელმძღვანელები მხოლოდ "მილანის" ლეგენდის, კარლო ანჩელოტის კანდიდატურას განიხილავენ, რომელიც გასული წლის სექტემბრის თვიდან უმუშევარია. ბოლოს ის მიუნხენის "ბაიერნს" წვრთნიდა.
ფეხბურთის იტალიელი ექსპერტის, ლუკა მომბლანოს თქმით, 50 წლის ალეგრიმ უკვე აცნობა ფეხბურთელებს იტალიის დატოვების სურვილის შესახებ.

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ