გატუზოს პრესკონფერენცია: "ჰაკანის გასროლა? ბიძაჩემს რომ 3 ბურთი ჰქონდეს..."

image

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "დელა მადონინას" წინ გამართულ პრესკონფერენციაზე რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. რინომ აღნიშნა, რომ "ინტერი" ბოლო მატჩებში შეიცვალა და მათთან პაექრობა საკმაოდ რთული იქნება.

"ინტერმა" კრიზისი დაასრულა - მათ ბოლო 4 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანეს და თავად არცერთი გაუშვიათ. ასეთი სტატისტიკა კი ყველაფერზე მეტყველებს. მათ კარგი ფორმა დაიბრუნეს და ჩვენ საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ. იმედი მაქვს, რომ "მილანს" გამოუვა ისეთივე კარგი ფეხბურთის ჩვენება, როგორც შაბათს ტურინში".

"მიხარია, რომ გულშემატკივარი დავაბრუნეთ. მათ მოხსნეს ბოლო წლების რეკორდი გაყიდული ბილეთების მხრივ და ეს ახალი გუნდის შენებისთვის კარგი დასაწყისია. ვამაყობ "მილანის" ქომაგებით. მჯერა, რომ დღეს ბოლომდე გვერდში დაგვიდგებიან".

"გაანალიზეთ, რომ ეს დერბია და ეს იქნება ისტორიული თამაში, რადგან მეტოქე უძლიერესია. "ინტერი" დაბრუნდა ზუსტად იმ ფორმაში, როგორშიც 3 თვის წინ იყო, ამიტომ ჩვენ გვჭირდება კარგი თამაში ტექნიკურ და ტაქტიკურ დონეზე".

"ბონუჩიმ თქვა, რომ გუნდს ტოპ კლასის მოთამაშეები ჭირდება, რაც ძალიან არ მომეწონა. არ მინდა, ეს სიტყვები გამოიყენონ და ისე გაიგონ, თითქოს "მილანში" მიმდინარე მოვლენებს ის წყვეტს. ამ საკითხზე ფიქრისთვის "მილანს" ხელმძღვანელები ჰყავს".

"ჰაკანს გავუბრაზდი? მე ხშირად ვბრაზობ და ფეხბურთელები ამას მიჩვეულები არიან. ჩალჰანოღლუსთან საუბარი მქონდა და ყველაფერი რიგზეა. ვიმედოვნებ, ამ ფაქტზე ჭორებს არავინ ააგებს".

"ბონავენტურა კარგ ფორმაში არაა და მე მას ვიცავ? ბევრი მაკრიტიკებს, როცა მას ძველებურისგან განსხვავებულ პოზიციაზე ვათამაშებ, მაგრამ თქვენ ცდებით. ის ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს და ამით ჯაკომომ ბოლო მატჩებში გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. მას სანაკრებო პაუზის დროს "სკუადრა აძურაში" არ უთამაშია, დასვენებულია და ბოლომდე მოტივირებული".

"ინტერი" ალბათ 4-2-3-1 სქემას დაგვიპირისპირებს. მე კი მინდა, რომ ისეთივე სანახაობა ვაჩვენოთ, როგორც "იუვესთან". თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ტურინელებმა ბონუჩსა და ბილიას ურთიერთქმედების საშუალება არ მისცეს. ეს მათი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იყო, ამიტომ მომავალში ამისთვის მზად უნდა ვიყოთ".

"როცა "მილანი" შეკრულ, გუნდურ თამაშს თამაშობს და მეტოქეს ბოჭავს, მაშინ საქმე კარგად მიგვდის... ტაქტიკის მხრივ ცვლილებების განხორციელებას არ ვგეგმავ, მაგრამ ამ დეტალებზე საუბარიც არ მინდა. ცვლილებებისთვის დიდი დროა საჭირო, ბევრი ვარჯიში და ექსპერიმენტები. ახლა სეზონის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვიმყოფებით და ცდების ჩატარებამ შეიძლება ყველაფერი დაანგრიოს".

"იუვენტუსთან" მარცხის შემდეგ ჩემი სახე ყველაფერს ასახავდა. ასეთივე რამ განვიცადე "არსენალთან" და გუნდიც ხვდება, რომ ეს "მილანს" არ შეეფერება. ჩვენ მენტალურად ძლიერები უნდა ვიყოთ და ისე ვიმოქმედოთ, როგორც ამ გუნდის ფერებს ეკადრება".

"ტურინში მოვიგებდით თუ ჩალჰანოღლუს გასროლა ძელს არ მოხვდებოდა? თუ ბიძაჩემს ექნებოდა 3 ბურთი, მაშინ ის პინბალის აპარატი იქნებოდა (Pinball Machine)"

"ახლა მთავარი ის არის, რომ პირველად, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დერბი მნიშვნელოვანია და უფლება არ გვაქვს, ამ მატჩს სრული სათანადოდ არ მივუდგეთ"
, - განაცხადა რინომ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

ROSSONERO საიტზეა
ROSSONERO 4 აპრილი 2018 14:24
გილოცავ რინო.. იუვე ვერ იგებს ლიგას, გადარჩა შენი მარჯვენა ყვერი :D :D

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, ბონავენტურა, მუსაკიო

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image