სპალეტი დერბის წინ: "გატუზოს ტაქტიკა და მენტალიტეტი ქებას იმსახურებს"

image

მილანური დერბის წინ "ინტერის" თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და "მილანთან" უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. "ინტერი" საუკეთესოდ იასპარეზებს და მთელ ძალებს ჩადებს, რადგან გამარჯვების შემთხვევაში მთავარ კონკურენტებთან სხვაობას ძალიან გავზრდით და შემდეგ ყველაფერი ჩვენს ხელში იქნება".

"მიხარია, რომ ატმოსფერო შეიცვალა. ჩავარდნა წარსულში დარჩა, ბიჭებმა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოუმატეს და ახლა შავ-ლურჯი მაისურით თამაშზე მთელი გულით ფიქრობენ".

"ამ შემთხვევაში სატურნირო ცხრილში დაკავებულ ადგილებს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ჩემპიონთა ლიგას დავუბრუნდეთ, რადგან ეს კლუბის სამომავლოდ განვითარებისთვის აუცილებელია".

"არ ვთვლით, რომ უკვე გავიმარჯვეთ. ეს დერბია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თანაც გატუზოს გუნდი არაჩვეულებრივ თამაშს თამაშობს. ტაქტიკურად კარგად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან მეტოქე შეცდომებს არ გვაპატიებს".

"მილანი" ბურთს იდეალურად აკონტროლებს. ისინი უკნიდან თამაშობენ და შეტევაში ძალიან სწრაფად გადადიან. შეიძლება ერთ მომენტში ბონუჩიმ ბურთი მეკარის საჯარიმოში მოიპოვოს, მეორე წამს კი მისი გრძელი გადაცმით ვინგერი სახიფათო შეტევას ანვითარებს".

"ასე რომ, მათი ტაქტიკის სუსტი მხარეები უნდა ვიპოვოთ. მენტალიტეტი? ამის გასაღები არ ვიცი, გატუზომ გუნდი არაჩვეულებრივად მოტივირებული გახადა. ისინი ბოლომდე იბრძოლებენ ამ მატჩშიც და დარჩენილ ტურებშიც. დღეს კი საინტერესო სანახაობა გველის"
, - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ "მილანის" გამარჯვების შემთხვევაში გატუზოს გუნდი "ინტერთან" სხვაობას 5 ქულამდე შეამცირებს, "ლაციოსთან" კი - 4-მდე. წინ კი 8 ტური დარჩება.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კონტი, სტრინიჩი, კალდარა

გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ჯენარო გატუზო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image