დონარუმა: "ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ტოლფასია"

"მილანის" კარის დარაჯი ჯანლუიჯი დონარუმა "ინტერთან" გასამართ მატჩამდე აპენინურ მედიას გაესაუბრა. ჯიჯოს თქმით, "ნერაძულისთან" შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ტოლფასი იქნება.
"იუვესთან" მიღწეული შედეგით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ კარგია, რომ ტურნირის ლიდერებს ბოლომდე ვებრძოლეთ და ჩვენი ძალა წარმოვაჩინეთ".
"ახლა სულმოუთქმელად ველოდებით იმ მატჩს, რაც ფაქტობრივად ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის ტოლფასია - "ინტერთან" დერბის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა გავიმარჯვოთ".
"იკარდი? მაურო წარმოუდგენელი თავდამსხმელია, უსიტყვოდ, ერთ-ერთი საუკეთესო. თუმცა, იმედი მაქვს, ჩვენს შორის ბრძოლას მე მოვიგებ", - დასძინა ჯიჯიმ.

* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ