"იუვენტუსი"-"მილანი" | პრევიუ

image
31 მარტს სერია ა-ს მორიგი ტურის მატჩები გაიმართება სადაც "იუვენტუსი" "მილანს" უმასპინძლებს და საკუთარ კედლებში გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. ნახევარკუნძულელების დაპირისპირება მსოფლიო ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგან ტურინელები პირველობისთვის ბრძოლაში გზადაგზა 3-3 ქულებს იღებენ, ხოლო გატუზოს ფორმაციის "როსონერის" მცირედი აკლია, რომ წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გააღწიოს.

აღნიშნულ კლუბებს შორის დაპირისპირებათა ჯამი 165-ის ტოლია. 62-ჯერ "ბებერქმა ქალბატონებმა" იმარჯვეს, 49-ჯერ "შავ-წითლებმა", ხოლო 54 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

სერია ა-ს 30-ე ტურის მატჩი უაღრესად მნიშვნელოვანია მასიმილიანო ალეგრის გუნდისთვის "შავ-თეთრებს" ყველა მნიშვნელოვანი გამარჯვება სჭირდებათ, რათა მეშვიდეჯერ დაეუფლონ იტალიის პირველობას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ "იუვენტუსის" წარმომადგენლებს 931 წუთია გოლი არ გაუშვიათ სერია ა-ში.

"მილანის" სიტუაცია დადებითისკენ ჯენარო გატუზოს მოსვლის შემდეგ შეიცვალა. იტალიელი სპეციალისტის გარჯამ შედეგი მოიტანა და "როსონერი" "იუვენტუსის" შემდეგ, სერია ა-ში ყველაზე შედეგიანი კლუბია. ექსპერტების აზრით, "შავ-წითლების" წარმატება განპიროვნებული იყო საუკეთესო დაცვითი თამაშითა და ახალგაზრდა პატრიკ კუტრონეს ფორმაში ყოფნით.

საბოლოო ჯამში, ორი იტალიური გრანდი მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აგრძელებს. "იუვენტუსის" სურვილი ჩემპიონობაა და დიდი ალბათობით, ამაში ვერც სარის გაწვრთნილი "ნაპოლი" შეუშლის ხელს, ხოლო გატუზოსა და "როსონერის" სხვა გეგმები აქვთ. ლომბარდიული გრანდის წარმომადგენლებს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურთ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
მატჩის მილანელი
ჯაკომო ბონავენტურა

N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
იუვენტუსი
85
33
2
ნაპოლი
81
33
3
ლაციო
67
34
4
რომა
67
34
5
ინტერი
63
33
6
მილანი
54
34
7
ატალანტა
52
33
დანაკლისი
არავინ
ანდრეა კონტი, ალესიო რომანიოლი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "მილანს" გაძლიერება ყველაზე მეტად?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image