17 წლის ბერძენი მეკარე, ფოტის პსეფტისი კარიერას "მილანში" გააგრძელებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი "როსონერის" არენდის წესით შეუერთდება და ლომბარდიულ გრანდს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
ის გახდა მესამე მეკარე, რომელიც "მილანს" საბერძნეთის ჩემპიონატიდან შეუერთდა. იგივე გზა აქამდე ანტონიო დონარუმამ და ნიკოს მიკელისმა გაიარეს.
პსეფტისი პრიმავერას გუნდს შეუერთდება და ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლებს, რათა მთავარ გუნდში დაწინაურების პერსპექტივა შეიქმნას.