logo

ტეო "მილანში" გადასვლის ისტორიას იხსენებს: "ერთ დღესაც მალდინიმ დამირეკა"

ტეო "მილანში" გადასვლის ისტორიას იხსენებს: "ერთ დღესაც მალდინიმ დამირეკა"

"მილანის" განაპირა მცველმა და გასული სეზონის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ტეო ერნანდესმა 2019 წელს "როსონერიში" გადასვლის ისტორია გაიხსენა.

ტეოს თქმით, მან ზარი პირადად პაოლო მალდინისგან მიიღო.

"მახსოვს, მალდინიმ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან საუბარი სურდა. ჩვენ იბიცაზე ვისვენებდით, ხოლო როცა შევხვდი, გამანდო, რომ ჩემი შეძენა სურდა".

"მალდინიმ თავისი პროექტი ამიხსნა, დეტალურად გამაცნო და დამარწმუნა, რომ მილანი ჩემს სახლად იქცეოდა".

"მალდინი ლეგენდაა, უდიდესი ფეხბურთელი. შეხვედრის დროს მან უამრავი რჩევა მომცა. დამაკვალიანა, თუ როგორ შეიძლება ვიქცე უკეთეს განაპირა მცველად".

"საერთო ჯამში გადაწყვეტილების მიღება იოლი იყო, მე გადავედი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 7-ჯერ აქვს მოგებული. ჩემი ოჯახი და მეგობრებიც ტრანსფერით ძალიან მოხარულები იყვნენ". - აცხადებს ტეო.

1 თვის წინ
891 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 131
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ