logo

აიერის ტრანსფერი თითქმის შეთანხმებულია, თუმცა პიოლი სხვა მცველს ითხოვს

აიერის ტრანსფერი თითქმის შეთანხმებულია, თუმცა პიოლი სხვა მცველს ითხოვს

"SportMediaset"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტეფანო პიოლის დაჟინებული მოთხოვნაა ნიკოლა მილენკოვიჩის გადაბირება, თუმცა "ფიორენტინა" ფეხბურთელს მარტივად არ თმობს.

ფლორენციელები სერბ მცველში 40 მილიონ ევროს ითხოვენ და გარდა ამისა, არენდის შეთავაზებას არავითარ შემთხვევაში არ განიხილავენ გამოსყიდვის ვალდებულებასთან ერთადაც კი.

ამ ყველაფრის ფონზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს "სელტიკთან" კრისტოფერ აიერის თაობაზე. თავად ნორვეგიელი ფეხბურთელი კი "სან სიროზე" თამაშს დათანხმდა. მიუხედავად ამისა, პიოლის სურს "მილანმა" კიდევ ერთხელ სცადოს მილენკოვიჩის გადაბირება.

1 თვის წინ
841 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 122
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ