ბოლო სიტყვა ვილშერზეა

image

Tuttosport-ის ინფორმაციით, "არსენალი" "ლივერპულის" ფეხბურთელის, ემრე ჯანის პასუხს ელოდება, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ამის შემდეგ შესაძლოა, ინგლისელი ჯეკ ვილშერი "ლივერპულში" აღმოჩნდეს, ხოლო ვენგერიმა სანაცვლოდ გერმანელი ფეხბურთელი გაიფორმებს.

წყაროს ცნობით, "როსონერი" ზაფხულში ინგლისელის დამატებას შეეცდება, თუმცა ჯერ "არსენალისა" და "ლივერპულის" ინტერესები უნდა გაირკვეს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, "შავ-წითლები" ვილშერს გადმოიბირებენ. ექსპერტების აზრით, ინგლისურ გრანდებს შორის აღნიშნული გაცვლა ჩაიშლება, თუმცა "როსონერისთვის" პრობლემა ამით არ გვარდება, რადგან 26 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "ბებერი ქალბატონიც" ერთვება.

შეგახსენებთ, რომ ჯეკ ვილშერი "არსენალში" 2008 წლიდან ირიცხება და კლუბის მაისურით 122 მატჩის ჩატარება მოახერხა. თავის დროზე ფეხბურთელი "ბოლტონსა" და ბორნმუთში" იყო განათხოვრებული. რაც შეეხევა იტალიურ ვოიაჟს, საბოლოო ჯამში ბოლო სიტყვა ვილშერზე იქნება.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, ბონავენტურა

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image