11 ფეხბურთელი, რომლებიც მირაბელის რადარზეა

image
მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზაფხულს "მილანმა" ტრანსფერებში 230 მილიონი ევრო დახარჯა მასიმილიანო მირაბელი არ ჩერდება და გუნდის გაძიერების ვარიანტებს კვლავ ეძებს.

პირველი სამიზნე პეპე რეინაა, რომელსაც "ნაპოლისთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. მირაბელი კი მის გაფორმებას პრე-კონტრაქტით ცდილობს. "როსონერი" ვეტერან ესპანელ კიპერს ჯანლუიჯი დონარუმას დუბლიორად განიხილავს.

მცველებიდან ყველაზე მეტი ივან სტრინიჩზე იწერება, რომელიც სეზონის ბოლოს "სამპდორიას" თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს. მარჯვენა მცველის პოზიციის გასაძლიერებლად კი პოლონელი ფეხბურთელი ბარტოშ ბერეზინსკი განიხილება. ცენტრალურ მცველის პოზიციაზე კი ორი ვარიანტია: პირველი "ბაიერის" ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელი ჯონათან ტა, მეორე ვარიანტი კი უფრო რეალურია. საუბარია ესპანელ ივან მარკანოზე, რომელსაც ზაფხულში "პორტოსთან" კონტრაქტი ეწურება.

ნახევარდაცვის ხაზში მთავარი სამიზნე პორტუგალიელი ანდრე გომეში იქნება, რომელიც თავისი კატალონიური კარიერით უკმაყოფილოა. რაც შეეხება შემდეგ ორ ვარიანტს, აქ "მილანური დერბი" გაიმართება, რადგან არტურო ვიდალისა და ნიკოლო ბარელას დამატების სურვილს ორივე ლომბარდიული გრანდი გამოთქვამს.

შეტევის ხაზში მთავარ სამიზნედ რჩება მარკო როისი მიუხედავად იმისა, რომ "დორტმუნდთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. მეორე ვარიანტი მემფის დეპაია, რომელიც "ლიონში" შესანიშნავად ირჯება. ბოლო კი ცენტრ ფორვარდის პოზიციაა, რომელიც ამჟამად "მილანში" ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. მირაბელის ძალიან მოსწონს "რომას" ბოსნიელი თავდამსხმელი ედინ ჯეკო და ზაფხულში მის გადაბირებას აუცილებლად ეცდება.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: ივან სტრინიჩი, ანდრეა კონტი, პატრიკ კუტრონე.

გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით როგორ შეაფასებთ "მილანის" ზაფხულის სატრანსფერო პოლიტიკას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image