გატუზო: "ჩვენი თამაში ძალიან მალე სასიამოვნო საყურებელი გახდება"

image
11 მარტს სერია ა-ს 28-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "ჯენოა" და მილანი" დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება "როსონერის" ხვდა წილად. მატჩში ერთადერთი გოლი შეცვლაზე შემოსულმა პორტუგალიელმა ანდრე სილვამ გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "მილანის" თავკაცმა ჯენარო გატუზომ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა"ჯენოასთან" მხოლოდ 10 წუთი ითამაშა.

"ჩვენი თამაში ძალიან მალე სასიამოვნო საყურებელი გახდება. წინ კიდევ დაძაბული შეხვედრები გველის და ვეცდებით ყველა შეცდომა აღმოვფხვრათ. რაც შეეხება "ჯენოასთან" გამართულ შეხვედრას, "მილანმა" თავისი შესაძლებლობები ბოლო 10 წუთში გამოავლინა. გენუელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და ეს დღესაც დაამტკიცეს. ხუთშაბათს ლონდონში ჩავდივართ, ვიცით, რომ მეტოქე გუნდს შანსების 70% აქვს, თუმცა ინგლისში გასასეირნებლად არც ჩვენ მივდივართ", - განაცხადა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ 28-ე ტურის შემდეგ "შავ-წითლები" ცხრილში 47 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 6 ქულით ჩამორჩებიან.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
მატჩის მილანელი
ჰაკან ჩალჰანოღლუ

N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
იუვენტუსი
95
38
2
ნაპოლი
91
38
3
რომა
77
38
4
ინტერი
72
38
5
ლაციო
72
38
6
მილანი
64
38
7
ატალანტა
60
38
დანაკლისი
-
-
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "მილანს" გაძლიერება ყველაზე მეტად?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image