"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომას" ყურადღება სუსოდან ჰაკან ჩალჰანოღლუზე გადავიდა, რადგან "მილანი" ესპანელის ნაცვლად ჩენგიზ უნდერს ითხოვდა.
დედაქალაქელებს კი ახალგაზრდა თურქის სანაცვლოდ სუსოსა და კიდევ 20 მილიონის აღება ჰქონდათ გეგმაში. რაც შეეხება ჰაკანს, ლომბარდიული გრანდი მის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს ითხოვს.
"როსონერის" რიგებში ამჟამად ძალიან ცოტა ხელშეუხებელი ფეხბურთელია და ჩალჰანოღლუ მათ სიაში ნამდვილად არაა.