ბალარდინი: "გატუზოს "მილანი" "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" დონეზე დგას"

image

"ჯენოას" მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ "მილანთან" შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდისა და მისი მწვრთნელისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ძალიან რთული თამაში გველოდება და სასურველი შედეგის მისაღწევად თავგანწირვით ასპარეზობა გვმართებს. ჩვენ ვეთამაშებით "მილანს", ამაზე მეტი მოტივაცია რა უნდა იყოს?"

"გატუზოს პირადად არ ვიცნობ, ამიტომ მასზე საუბარი გამიჭირდება. შემიძლია ვთქვა, რომ ის დიდებული ფეხბურთელი იყო. რაც შეეხება მისი გაწვრთნილი "მილანი", ამჟამად "როსონერი" "იუვენტუსთან" და "ნაპოლისთან" ერთად ყველაზე ძლიერი იტალიური კლუბია."

"მათ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: სუსო, ბილია, ბონავენტურა, ბონუჩი, რომანიოლი და სხვები. მგონი ამ ხუთეულის ჩამოთვლაც საკმარისია ამ გუნდის შესაძლებლობების გასაგებად."
- განაცხადა ბალარდინიმ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, ბონავენტურა

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image