გატუზოს პრესკონფერენცია "ლუდოგორეცთან" მატჩამდე » ACMILAN.GE - მილანის ქართული ფანკლუბი, სიახლეები მილანზე

გატუზოს პრესკონფერენცია "ლუდოგორეცთან" მატჩამდე

image
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "ლუდოგორეცთან" ევროპა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩის წინ ბულგარეთში პრესკონფერენცია გამართა და "როსონერის" მეტოქის დიდ გამოცდილებაზე იაუბრა.

"ლუდოგორეცი" ევროთასებზე უკვე ზედიზედ 6 წელია ასპარეზობს. ჩვენ მეტოქეს სათანადოდ შევაფასებთ, რადგან მათ პრობლემების შექმნა შეუძლიათ. ბულგარეთში თამაში "რეალს", "ლივერპულსა" და "ლაციოს" გაუჭირდათ. ჩვენი მეტოქე ხელსაყრელ მომენტებს ძალიან კარგად იყენებს".

"თუ წავაგებთ დეპრესიაში არ ჩავვარდები, ფეხბურთში ნეგატიური მომენტები ხშირადაა. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ და, ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება".

"ლუდოგორეცი" საერთაშორისო არენაზე ამჟამინდელ "მილანზე" გამოცდილია, მაგრამ ამან ჩვენს თავდაჯერებულობაზე უარყოფითად არ უნდა იმოქმედოს. პირიქით, ეს უნდა დაგვეხმაროს იმაში, რომ უფრო კონცენტრირებულნი ვიყოთ, გამოცდილებას სუპერმარკეტში ვერ იყიდით".

"ახლა ჩვენ საკმაოდ კარგ ფორმაში ვართ და უარყოფით მომენტები უკვე გავიარეთ. რთული გრაფიკი გვაქვს, თუმცა გუნდი მოტივირებულია და მთავარი სწორედ ეს არის. გარკვეული ცვლილებების განხორციელებას ვგეგმავ, რადგან ზოგიერთი ფეხბურთელი დავასვენო".

"პროგნოზების გაკეთება ძალზედ რთულია. ევროპა ლიგაზე ყველა გუნდი ძლიერია. "მილანმა" ბოლო 30 წელში საკმაოდ ბევრი ევროპული ტურნირი მოიგო და გვაქვს დიდი სახელი, ამიტომ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს წარსულს და ისე ვითამაშოთ, როგორც შეგვეფერება
, - განაცხადა გატუზომ.


скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
მატჩის მილანელი
ჰაკან ჩალჰანოღლუ

N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
იუვენტუსი
95
38
2
ნაპოლი
91
38
3
რომა
77
38
4
ინტერი
72
38
5
ლაციო
72
38
6
მილანი
64
38
7
ატალანტა
60
38
დანაკლისი
-
-
გამოკითხვა

თქვენი აზრით, როგორ დაასრულებს "მილანი" სერია ა-ს 2018-19 წლების სეზონს?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image