რას ამბობს სერია ა-ში ყველზე დაბალანაზღაურებადია გატუზო თავის ხელფასზე

image

აპენინურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მილანის" თავკაც ჯენარო გატუზოს ახლაც იმდენივე ანაზღაურება აქვს, რაც სეზონის დასაწყისში "პრიმავერას" გაწვრთნის დროს ჰქონდა.

როგორც ჩანს, "როსონერის" ახალგაზრდული კლუბიდან დაწინაურების დროს რინომ გასამრჯელოს გაზრდა არ ისურვა და სეზონში კვლავ 120 000 ევროს გამოიმუშავებს, რითაც ის სერია ა-ს კლუბების მწვრთნელებს შორის ყველაზე დაბალანაზღაურებადი სპეციალისტია.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჯენაროს ჟურნალისტებიც დაეკითხნენ. როგორც რინომ აღნიშნა, ხელფასს მაშინ გაუზრდიან, როცა დაიმსახურებს და კლუბისგან გრძელვადიანი კონტრაქტის თაობაზე შეთავაზებას მიიღებს.

"ჯერ არავინ იცის, გავაფორმებ თუ არა გრძელვადიან ხელშეკრულებას. ახლა ხელფასი მეორეხარისხოვანია, ეს კლუბის მესვეურებს თავიდანვე ვუთხარი. მთავარი ისაა, რომ "მილანს" ვწვრთნი და ფინანსური საკითხები არ მადარდებს. ხელფასს იმ შემთხვევაში გამიზრდიან, თუ დავიმსახურებ და ახალ კონტრაქტზე შეთავაზებას მივიღებ. იმედი მაქვს, ეს გამომივა, თუმცა ამაზე არ უნდა ვიფიქრო, რადგან მთავარი მხოლოდ მოახლოებული მატჩია, რომელშიც უნდა გავიმარჯვოთ"
,
- ამბობს გატუზო.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, კალაბრია, ბონავენტურა, იგუაინი, მუსაკიო, ჩალჰანოღლუ

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image