ალეგრიდან გატუზომდე: რინომ ყველა მწვრთნელს აჯობა

image

მართალია, გატუზომ "მილანის" თავკაცობა ცუდად და უიღბლოდ დაიწყო, თუმცა ფაქტია, მისი ხელი გუნდს ნამდვილად დაეტყო. "როსონერის" 23 დეკემბრის შემდეგ არ წაუგია - ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან 5 მოიგო, 3 კი ფრედ დაასრულა.

"როსონერიმ" ბოლო წლებში რომ უამრავი მწვრთნელი გამოიცვალა, ეს ინფორმაცია ყველასთვის კარგად ცნობილია. აი, საინტერესო ფაქტი კი ისაა, რომ ამ მწვრთნელებს შორის მისტერ რინომ უკვე დააფიქსირა საუკეთესო შედეგი.

მასიმილიანო ალეგრიმ "მილანში" მუშაობის პერიოდში (2010-2014) ყველაზე დიდი, 10 მატჩიანი წაუგებელი სერია (ყველა ტურნირზე ერთად) დააფიქსირა, მის შემდეგ კი მწვრთნელები 6 მატჩსაც ვერ გასცდნენ, თუმცა, როგორც ავღნიშნეთ გატუზოს გაწვრთნილ გუნდს უკვე 8 მატჩია არ წაუგია და ალეგრის მიღწევის გაუმჯობესებასაც კი უმიზნებს.

"მილანის" ბოლო 5 მწვრთნელის ყველაზე დიდი წაუგებელი სერიები შემდეგნაირად გამოიყურება:

მასიმილიანო ალეგრი - 10 მატჩი
კლარენს ზეედორფი - 5 მატჩი
ფილიპო ინძაგი - 6 მატჩი
სინიშა მიჰაილოვიჩი - 6 მატჩი
ვინჩენცო მონტელა - 6 მატჩი
ჯენარო გატუზო - 8 მატჩი

შეგახსენებთ, რომ "მამაცი გულის" მებრძოლი "მილანი" მომდევნო შეხვედრას 15 თებერვალს ევროპის ლიგაზე გამართავს და სტუმრად "ლუდოგორეცთან" შეეცდება აღნიშნული სერიის 9-მდე გაზრდას.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: სტრინიჩი, კალდარა, ბილია, კალაბრია, ბონავენტურა, იგუაინი, მუსაკიო, ჩალჰანოღლუ

გამოკითხვა

შეძლებს "მილანი" გატუზოს მეთაურობით ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image