"მილანმა" და "პუმამ" კონტრაქტი გააფორმეს

image
პრესაში გავრცელებული ჭორები, რომ მომდევნო სეზონიდან "მილანის" ტექნიკური სპონსორი "პუმა" გახდებოდა, უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

"როსონერის" ვებგვერდზე შემდეგი განცხადება გამოქვეყნდა: "2018 წლის ივლისიდან "პუმა" ჩვენი ოფიციალური პარტნიორი და გლობალური ტექნიკური მიმწოდებელი გახდება".

ამ სიახლესთან დაკავშირებით კომენტარი "პუმას" გენერალურმა დირექტორმა ბიორნ გულდენიმაც გააკეთა:

"შეთანხმებით ძალიან ვამაყობთ, რადგან ჩვენ გავხდით ისეთი დიდებული კლუბის პარტნიორები, როგორიც "მილანია". ამ გუნდის გულშემატკივრები ყოველთვის იმსახურებენ საუკეთესოს. "როსონერის" წლების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მაისური ჰქონდა და ასე იქნება ახლაც. ჩვენ მოუთმენლად ველით "მილანის" დიდებული ისტორიის ახალ თავს "პუმასთან" ერთად"
,
- აღნიშნავს გულდენი.

ჯერჯერობით შეთანხმების ფინანსური დეტალების შესახებ ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა, თუმცა პრესაში წერენ, რომ "მილანი" "პუმასაგან" ყოველწლიურად 12 მილიონ ევროს მიიღებს ("ადიდასისგან" 20 მილიონ ევროს იღებდა). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ "ადიდასთან" შედარებით "პუმასთან" ბონუსები მაღალია და იმ შემთხვევაში თუ "როსონერი" წარმატებას მიაღწევს, 8 მილიონის დამატება სავსებით რეალური იქნება.

შეგახსენებთ, "როსონერის" "ადიდასი" საერთო ჯამში 23 წელი (1990-93; 1998-2018) მოსავდა და პროდუქციის მთელი მსოფლიოს მასშტაბით დისტრიბუციას ახორციელებდა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

ROSSONERO 12 თებერვალი 2018 17:39
რაღაც კაი ესკიზები გავრცელდა და იმედია კარგ ფორმას შეკერავენ

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: ივან სტრინიჩი, ანდრეა კონტი, პატრიკ კუტრონე.

გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით როგორ შეაფასებთ "მილანის" ზაფხულის სატრანსფერო პოლიტიკას?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image